შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი გუშინ გავრცელებულ მუქარის წერილს ეხმაურება, რომელიც მედიის ცნობით, ქარელმა ირაკლი ოქრუაშვილისგან მუქარა მიიღო.
ყოფილმა გუბერნატორმა "მაესტროსთის" მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მან ორი დღის წინ მიიღო ტექსტური შეტყობინების სახით მიიღო მუქარისშემცველი წერილი. აღნიშნულ წერილში უცნობი პირი მიხეილ ქარელისგან ითხოვს, რომ მან არ ითანამშრომლოს მედიასთან არ გააკეთოს არანაირი განცხადება ოქრუაშვილთან დაკავშირებით და 31 იანვრამდე მან და კიდევ ერთ პირმა ათონელი ქუჩაზე მყოფი ოფისი ვინმე თეოაზე გადააბარონ. ქარელი ვარაუდობს, რომ თეოში, ოქრუაშვილის მეგობარი თეო ტლაშაძე იგულისხმება.
„ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ის ტექსტური შეტყობინება, რომელიც საზოაგდოებამ ნახა, ჩემს მიერ გავრცელდა სოციალური ქსელებით. ეს შეტყობინება გუშინ საღამოს მივიღე. ველოდები სამართალდამცავი ორგანოებისგან შესაბამის რეაგირებას და ერთხელ და სამუდამოდ უნდა აეხადოს ფარდა ამ პიროვნების საქმიანობას, როგორც წარსულში ისე ახლა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ შეტყობინების ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია. მსგავსი მუქარები აქამდეც იყო. წერტილი უნდა დაესვას მის სითავხედეს,“- აცხადებს ქარელი.
გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს მუქარის შემცველი წერილი გაუგზავა და მმას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა.
მასალის გამოყენების პირობები






