"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
საზოგადოება - 18:24, 29 Jan, 2014     1402

დავით გაგუას სახელობის კლინიკაში დღეს ოპერაციები იმის გამო გადაიდო, რომ კლინიკას წყალი არ მიეწოდებოდა. "ნიუპოსტი" ინფორმაციის გადამოწმებას, თუ რატომ შეწყდა წყალმომარაგება ისეთ მნიშვნელოვან ადგილას, როგორიც სამედიცინო დაწესებულებაა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერში" შეეცადა.

როგორც "ნიუპოსტს" კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნულ ობიექტზე წყალმომარაგების შეწყვეტა ავარიულმა შემთხვევამ გამოიწვია.

"თბილისის რამდენიმე უბნისთვის და იქ განთავსებული დაწესებულებებისთვის, მათ შორის ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარე დავით გაგუას სახელობის კლინიკისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა წყალსადენის ერთ-ერთ ქსელზე გუშინ საღამოს მომხდარმა ფარულმა ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. ავარიის შედეგად წყალი მეტროსადგურ „ღრმაღელეში“ ჩაედინებოდა. კომპანიისგან და კომპანიისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვდა. რეალურად კი, დაზიანება მოხდა სანზონის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსთან გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ მილზე. იმის გამო, რომ დაზიანება ფარული იყო, კომპანიის ტექნიკურ სამსახურს ჯერ საძიებო სამუშაოების ჩატარება მოუხდა, შემდეგ სადიაგნოსტიკო ჯგუფმა ავარიის ხარისხი დაადგინა. დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, აუცილებელი გახდა წყალსადენის 900 მმ-იანი ქსელისა და ასევე, სხვა დიამეტრის ქსელების წლისგან დაცლა, რამაც თბილისის გარკვეული არეალისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა, რიგი ქუჩებისთვის კი წყლის დაბალი წნევით მიწოდება გამოიწვია.

მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეწყვეტილა და ამჟამადაც მიმდინარეობს. გათიშული არეალისთვის წყალმომარაგების აღდგენა დღეს, საღამოს 8 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და ღამის საათებში წყალს ყველა გათიშული უბანი და ქუჩა, შესაბამისად, ყველა დაწესებულება ნორმალურ რეჟიმში მიიღებს.

რაც შეეხება გაგუას სახელობის კლინიკას, რომელიც იძულებული გახდა უწყლობის გამო დღეს დაგეგმილი ოპერაციები გადაედო და რის გამოც გულწრფელად ვწუხვართ, მაგრამ კლინიკის ადმინისტრაციას შეეძლო მიემართა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ და იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას არ გააჩნდა სასმელი წყლის საკმარისი სარეზერვო მარაგი, კომპანია სპეციალური ავტოცისტერნებით დაუყოვნებლივ მიაწვდიდა მას საჭირო ოდენობით სასმელ წყალს", - აცნობა "ნიუპოსტს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დირექტორის მრჩეველმა ეკა ბერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42