მიშა ქარელის და "ვოლკის" ოჯახის წევრთა განცხადებები - რეპორტაჟი ტყვიავიდან
საზოგადოება - 16:55, 29 Jan, 2014     2717

"ნიუპოსტი" გუშინ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიშა ქარელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას დღეს ტყვიავში შეეცადა.

"ნიუპოსტის" კორესპონდენტი მიხეილ ქარელისა და ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახებს ესტუმრა.

როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას მიშა ქარელის და განმარტავს, მის ძმასა და ოქრუაშვილს შორის დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს.

"პირადად ოქრუაშვილისგან ზეწოლა არ ყოფილა ჩვენს ოჯახზე ჯერ-ჯერობით, თუმცა არანაკლებ დღეში ჩააგდო ჩემი ძმა როდესაც საფრანგეთში ერთად იყვნენ სახლიდან გამოაგდო ირაკლიმ და მიშა ღია ცის ქვეშ დატოვა, დიდი ხანია უკვე მაგათ შორის აღარ არის ურთიერთობა. სმს-ი რაც მისწერეს ჩემს ძმას იქიდან გამომდინარე, უკვე შიშიც გამიჩნდა" - აცხადებს მიშა ქარელის და, მაკა ქარელი.

"ნიუპოსტი" ირაკლი ოქრუაშვილის საცხოვრებელ სახლშიც მივიდა, თუმცა იქ არავინ დაგვხვდა. მეზობლებმა როგორც აღნიშნეს, ოჯახი სოფელში იშვიათად მოდის. ბოლო პერიოდში კი, ირაკლი ოქრუაშვილიც შენიშნეს. ოქრუაშვილის მეზობლებს მიშა ქარელის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი შეაქვთ.

ქარელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მეტ სახელად "ვოლკი"-ც ფიგურირებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი სოსო ჩიხრაძეა. სოსო ჩიხლაძე ამ დროისთვის ჰოლანდიაში ცხოვრობს, ჩიხლაძეს სახლი სოფელ ტყვიავში აქვს, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. ოჯახს სახლი ორჯერ დაუწვეს, მიშა ქარელის მიერ გასაჯაროვებულ წერილში ეწ "ვოლკი"-ს სახლის დაწვაც არის ნახსენები.

"რაც მიშა ქარელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვნახე, იმის შემდეგ ცუდად ვარ რა ვიფიქრო აღარ ვიცი, ესე იგი მიშა ქარელს სცოდნია ვინ დაგვიწვა სახლი. მე სიმართლე გითხრათ მიშას ეს განცხადება არ მგონია რეალური. ასე დამტკიცების გარეშე გამოძიებამ უნდა მოჰკიდოს ხელი მე როგორ დავუჯერო გამოძიების გარეშე საფრანგეთში მყოფ კაცს. მე ვიცი, რომ ჩემს შვილს ირაკლისთანაც და მიშასთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვს რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა არ მისაუბრია", - აცხადებს ციალა ჩიხლაძე რომლის შვილისშვილის ეწ ''ვოლკი"-ს შვილის ნათლია ირაკლი ოქრუაშვილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42