ფალსიფიცირებული საწვავის რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
სამართალი - 14:22, 29 Jan, 2014     3215

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფალსიფიკაციის ფაქტებზე, შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანი“- ს ოპერატორი რამაზ სტეფანაშვილი და მოქალაქეები ზაზა ოსიაშვილი და ბონდო ბერუაშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზაზა ოსიაშვილს თბილისში, დიდ ლილოში, სოფ. წინაუბანში, სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“- ს ლიცენზიის გარეშე, არალეგალური ნავთობგადამამუშავებელი სახდელი ჰქონდა მოწყობილი, სადაც იგი შპს ,,ჯინდალ პეტროლიუმ ოფერეთინგ ქომფანი“- დან მოპარული ნედლი ნავთობის გამოხდას აწარმოებდა. აღნიშნული კომპანიიდან ნედლ ნავთობს, ზ.ოსიაშვილი დანაშაულში თანამონაწილე, ოპერატორ რამაზ სტეფანიშვილთან და ბონდო ბერუაშვილთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად ეუფლებოდა და კუსტარულად მიღებული, ფალსიფიცირებული დიზელის საწვავის რეალიზაციას შპს ,,ენერჯ ოილის’’ ბენზინგასამართ სადგურებზე ახორციელებდა, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თბილისში, სოფ. დიდ ლილოში ცენტრალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე და გარდაბნის რაიონის სოფ. მარტყოფში აღმოჩენილი იქნა არალეგალურად მოქმედი სხვა ნავთობგადამამუშავებელი სახდელები, სადაც ასევე ხდებოდა კუსტარული, ფალსიფიცირებული დიზელის საწვავის მიღება.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 197-ე მხუხლის პირველი ნაწილით და 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42