უჩა ნანუაშვილი პროკურატურას მიმართავს
საზოგადოება - 13:43, 29 Jan, 2014     1742

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას წინადადებით მიმართავს.

მიმართვა ომბუდსმენის გვერძე გავრცელდა. ნანუაშვილი თხოვნით მიმართავს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების განცხადებები. მოცემული განცხადებების მიხედვით, 2013 წლის 27 ივნისს, დილის საათებში თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს ავტომობილებში და მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში. წინამდებარე განცხადებებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებისას ზემოხსენებულ პირებს არ მიეცათ კანონმდებლობით გარანტირებული პროცესუალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მტკიცებით, თავდაპირველად ისინი დაკავებულები იქნენ ბრალდებულის სტატუსით, ხელბორკილების გამოყენებით. თუმცა, მოგვიანებით, ხელმძღვანელების მითითების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დახიეს მათი დაკავების ოქმები, ფორმალურად შეადგინეს მოწმის სახით აღნიშნული პირების დაკითხვის ოქმები და გაათავისუფლეს. ამასთან, განმცხადებლების განმარტებით, მათზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი რეაგირების მიზნით, მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ვინაიდან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი შემდგომი რეაგირების მიზნით, გადააგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უარყო თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოიყენა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების განცხადებებში მითითებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა სამართალდამცავი პირების მიერ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება. საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა ეფექტურად გამოავლინონ დანაშაულებრივი ქმედებები და სათანადო რეაგირება მოახდინონ კანონდარღვევებზე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ადგენს გამოძიების დაწყების მოვალეობას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება.“ ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკონკრეტებულია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია ნებისმიერი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება წერილობითი, ზეპირი თუ სხვა სახით,“ - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42