ISAF-ის მთავარი სერჟანტი ჰელმანდის პროვინციაში ქართველ სამხედროებს შეხვდა
საზოგადოება - 13:33, 29 Jan, 2014     1860

„საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების“ მთავარი სერჟანტი ჯეიმს ბუკერი ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნიკს“ ეწვია. ვიზიტის მიზანი „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მონახულება იყო.

ISAF-ის მთავარი სერჟანტი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა. სერჟანტმა ბუკერმა, კოალიციური ძალების მეთაურის გენერალ ჯოზეფ დანფორდის სახელით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ჰელმანდის პროვინციაში ყოველდღიურად ეწევიან. სერჟანტმა ბუკერმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და დისციპლინას, რომლის მეშვეობითაც მათ, როგორც მებრძოლებმა, ISAF-ის მისიაში კოალიციურ ძალებს შორის სახელი გაითქვეს.

ISAF-ის მთავარმა სერჟანტმა 31-ე ბატალიონის სამხედროებს სიტყვითაც მიმართა და ავღანეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. „თქვენს პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აუცილებლად ისეთივე დისციპლინითა და შემართებით უნდა გააგრძელოთ საქმის კეთება, როგორც ამას დღევანდელ დღემდე ასრულებდით“ - განაცხადა მთავარმა სერჟანტმა ბუკერმა.

ვიზიტის ბოლოს ჯეიმს ბუკერმა ბაზა „ლეზერნიკზე“ ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი მოინახულა და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთელიც დაანთო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42