გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
საზოგადოება - 13:08, 29 Jan, 2014     922

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში მომუშავე ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი წარუდგინა.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკურად და კულტურულად ძლიერი საქართველო, სწორედ ეთნიკური უმცირესობების თანამონაწილეობით შეიქმნა.

„საქართველოს უნიკალურობა არ არის მხოლოდ ის, რომ მის ქალაქებსა და სოფლებში მრავალი ერის წარმომადგენელი ერთი მიზნისკენ იღწვის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმას, რომ შევქმნათ პირობები და ამ მრავალფეროვნებას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ჩვენი ერთიანი ქვეყნის ასაღორძინებლად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც სოფიო შამანიდმა განაცხადა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ.

„მთავარი პრობლემა იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაა. მე გამოცდილება მაქვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობის მხრივ - თავად ვარ ამ ჯგუფის წარმომადგენელი. გადასარევად ვიცნობ მათ პრობლემებს, ვინაიდან მათთან ყოველდღიური შეხება მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში.

სოფიო შამანიდი ივანე ჯავახიშვილის სახელეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორია იგი მეცნიერებათა დოქტორია და არის მრავალი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი და რედაქტორი.

პრეზიდენტის შეხვედრა ეთნიკური უმიცრესობების საკითხების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობს.

შეხვედრა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42