2015 წლის მარტიდან საქართველოში არსებული 900 ათასი ავტომანქანა სავალდებულო ტექდათვალიერებას დაექვემდებარება. ავტოტექდათვალირების უზრუნველყოფისთვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები TUV Rheiland Group-თან, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები აწარმოებენ. ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აწარმოოს ტექდათვალიერება უცხოურმა კომპანიამ და არა - ქართულმა.
გაზეთ "ალიას" ინფრომაციით, სავალდებულო სავალდებულო ავტოტექდათვალიერებას ქართული კომპანიების ჩაატარებენ. კომპანია TUV Rheiland Group დაიქირავებს ქართულ კომპანიებს და მათი ინფრასტრუქტურით და თანამშრომლებით ისარგებლებს.
„ალიასთან“ საუბრისას ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე განმარტავს, რომ ეს პროცესი მოგება, რომელსაც ქართული კომპანიები ნახავენ, ქვეყნიდან არ გავა.
„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ კომპანიის სანდობლობაზე, მივიღეთ პრევენციული ზომები, რათა ამ სფეროში კორუფციის საფრთხე არ ყოფილიყო. ეს კომპანია არის ყველაზე სანდო რეპუტაციის... ჩვენ საუბარი გვქონდა ადგილობრივ კომპანიებთანაც და მათი ინტერესებიც გათვალისწინებულია. Rheiland Group-ის წარმომადგენლებმა იციან, რომ მათი შემოსვლით ადგილობრივი კომპანიები არ უნდა დაიჩაგრონ. ამიტომ თუ უნდათ, რომ თანამშრომლობა განახორციელონ ამ კომპანიასთან , კომპანია შეიძლება იჯარით აიღონ, შეიძლება მათი თანამშრომლები გადაამზადონ. ვინც შეძლებს, რომ ამ ყველაფერს ფეხი აუწყოს, ჩვენ და კომპანია TUV Rheiland Group მზად ვართ, “ - განაცხადა ნათია მიქელაძემ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






