ბათუმში ფარნავაზ მეფის N108-ში ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია; ხანძრის დროს სახლში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, დაზარებულ ოჯახებს ურეხის ბავშთა სახლში დროებითი თავშესაფარი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და ნათესავებთან დარჩენა ამჯობინეს. როგორც ირაკლი ჩავლეიშილი განმარტავს, საკრებულოში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მსგავსი ტიპის ზარალის და სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობას ეხმარება. ჩავლეიშვილის თქმით, შეიკრიბება კომისია და ამ ოჯახების საკითხსაც განიხილავს.
ირაკლი ჩავლეიშვილი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლები ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და შესაძლოა ტერიტორიით დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამაშველო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები






