როგორც ამბობენ, ძირითად შემთხვევებში, სიდედრსა და სიძეს ცუდი ან ნაძალადევი ურთიერთობა აქვთ. თავისთავად, გამონაკლისი და გასაოცარი ურთიერთობის შესახებაც გვსმენია, თუმცა სტერეოტიპი სტერეოტიპად რჩება. ის კი, რასაც დღეს გიამბობთ, ნამდვილად შოკისმომგვრელია.
აფრიკელ ახალგაზრდა მამაკაცს ჯუდა მაგარასაძას მეუღლე როზა გოპოზა 2008 წელს გარდაეცვალა. ,,რძლის“ გარდაცვალების მიზეზით ჯუდას სიდედრი ფელისტუზი მასთან საცხოვრებლად ორ თვეში გადავიდა. როგორც აფრიკული წყაროები იუწყებიან, სიდედრსა და სიძეს შორის რომანი სწორედ ამ პერიოდში გაჩაღდა. სასიყვარულო ურთიერთობის კულმინაცია კი 2010 წელს მათი ქორწინების სურვილი გახდა, თუმცა წყვილის ოჯახის წევრები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მათ.
მიუხედავად წინააღმდეგობისა, სიდედრმა და სიძემ ცოლ-ქმრის რანგში გადანაცვლება მაინც მოახერხეს და ზიმბაბვეს მოსახლეობა სასტიკად აღაშფოთეს.

მასალის გამოყენების პირობები






