საქართველოს ყოფილმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია, "საქართველოს ევროპული არჩევანი" იგივე "სეა", დაარსა.
"სეას" ძირითადი მიზანია საქართველოში ევროპულ ღირებულებეზე დაამყარებლი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განმტკიცება. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა-განმტკიცებისთვის. კბილაშვილის არასამთავრობო ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვას. იზრუნებს ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობას დაამყარებს სახელმწიფო დაწესებულებეთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათებლო ცენტრებთან, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლებთან, რელიგიურ ორგანიზაცებთან.
ასევე, თავის საქმიანობაში ჩართავს სამართლისა და ეკონომიკის დარგის სპეციალისტებს, გამოიყენებს მათ მიერ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას. თავს მოუყრის ინოვაციურ იდეებს, განახორციელებს კვლევით საქმიანობას, მოაწყობს სემინარებს, კონფერენციებს, შექმნის ორგანიზაციის ვებგვერდს და ორგანიზებას გაუკეთებს ბეჭდვით გამოცემებს.
ორგანიზაცია ვაჟა-ფშაველას გამზირი 71-ში შპს "აუდიო, ვიდეო დიზაინის" კუთვნილ ფართში განთავსდა.
არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი გასული წლის ნოემბერში დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






