დიმიტრი შაშკინი - განათლების სამინისტრო შეგნებულად ცდილობს ჩვენი შვილები კრიმინალის წინაშე მარტო დარჩნენ
პოზიცია - 20:24, 28 Jan, 2014     4068

რეფორმა, რომლითაც წლების განმავლობაში ამაყობდა განათლების სამინისტრო, გაუქმდა. ხვალიდან სკოლებში მანდატურები ბავშვების უსაფრთხოებაზე ვეღარ იზრუნებენ. მათ განათლების სამინისტროსგან უკვე მიიღეს შეტყობინება მანდატურის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ბუნდოვანი პასუხი აქვს ამ საკითხზე განათლების სამინისტროს. განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრო შეგნებულად უწელავს მანდატურებს პასუხის გაცემას, რადგან იცის, რომ ამას საზოგადოება ცუდათ მიიღებს. ექს-მინისტრი დარწმუნებულია, რომ „მანდატურების სამსახურის“ გაუქმება შეგნებულად ხდება.

- დღეს საჯარო გახდა ის, რაზეც მე 2013 წლის გაზაფხულზე ვსაუბრობდი, როდესაც დაიწყო ე.წ. „მანდატურების რეფორმა“. მანდატურების სამსახური იყო ერთ-ერთი, რომელმაც 7%-დან 78-ზე აიყვანა სკოლების უსაფრთხოება საერთაშორისო კვლევებით. ეს არ იყო დიმა შაშკინის კვლევები, ეს იყო საერთაშოსო ორგანიზაციის კვლევები. მანადატურების სამსახური იყო ძალიან პოპულარული საზოგადოებაში. განათლების სამინისტროს ახალმა ხელძღვანელობამ თავიდანვე სცადა ამ სამსახურის გაუქმება, მაგრამ ეს საზოგადოებამ ძალიან ნეგატიურად მიიღო. მშობლებს მანდატურების სამსახური ძალიან მოსწონდათ და შესაბამისად საზოგადოებისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ე.წ. „მანდატურის რეფორმა“, რომლის შემდეგ დაახლოებით 600 მანდატური უმუშევარი დარჩა. დარჩენილი 600 მანდატური იმდენად უფლებაწართმეული იყო, რომ ბოლოს სკოლის დარაჯებს დაემსგავსნენ. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა და კვლავ დაიწყო კანონების შეცვლა, რომლის შედეგად გამოვიდა ისე, რომ ეხლა კაციშვილმა არ იცის, ვინ უნდა გადაუხადოს დარჩენილ მანდატურებს ხელფასი. კანონის შეცვლის შედეგად ის სახელფასო ფონდი, რომელიც იყო მანდატურების სამსახურში უნდა გადასულიყო სკოლებში, თუმცა ესე არ მოხდა. ეხლა სკოლებს ეუბნბევიან, რომ მათ გადაუხადონ ფული მანდატურებს. სკოლებს კი ამის საშუალება არ აქვთ. მოკლეთ ეს 600 ადამიანი დარჩა ჰაერში. ასე, რომ მათი პროტესტი ბუნებრივია. ამ ხალხის კისერზე გადაიარა სკოლების უსაფრთხოების ჩამოყალიბებამ. ამ ხალხის დამსახურებაა, რომ ბავშვები სკოლებში უსაფრთხოდ დადიოდნენ. მანდატურები 400 ლარს იღებდნენ ხელზე და დღე და ღამე სკოლაში იყვნენ. დღეს პრემიერი, საზოგადოება და ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ არის თუ არა ეს ყველაფერი განათლების სამინისტროს მესვეურების დაბალი მენეჯმენტის და გამოუცდელობის ბრალია. არის კიდევ მეორე ვარიანტი, განათლების სამინისტროს ეშინია უთხრას საზოგადოებას, რომ აუქმებს „მანდატურის სამსახურს“ და შეგნებულად აფუჭებენ ამ სისტემას იმისთვის, რომ მანდატურებს დააძალონ თვითონ წავიდნენ სამსახურიდან. განათლების სამინისტრო შეგნებულად ცდილობს ჩვენი შვილები კრიმინალის წინაშე მარტო დარჩნენ.

- რაიმე ალტერნატიულ უსაფრთხოების ზომებს ხომ არ მიმართავს განატლების სამინისტრო?

- ალტერნატიული უსაფრთხოების ზომები არ არსებობს. მანდატურების რეფორმაზე ვმუშაობდით ორი წელი. ეს პროექტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებიდან. ის ბოდვა, რომელიც იყო განათლების სამინისტროს მხრიდან, მანდატურების ფსიქოლოგებად გადაკეთებასთან დაკავშირებით, დარჩა ბოდვად. მაშინვე ყველა ადამიანს ეცნობა, რომ ფსიქოლოგს ორ კვირიანი ტრენინგით ვერ გაზრდიდნენ.

- რა დაჯდა თავის დროზე მანდატურების პროექტი?

- არ ვიცი ვერ გეტყვით. არ მახსოვს.

- მანდატურებზე ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყვნენ ანგარიშვალდებულები. ..

- ეს სრული სიცრუეა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეხლა არიან ე.წ. ოდეერები, რომელიც ეხლა ყველა სამინისტროში მუშოაბენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42