საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავცელებულ ინფორმაციასმანდატურის სამსახური გაუქმებასთან დაკავშირებით.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში და მას დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას გაუწევს კომპლექსურ მომსახურებას.
სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში.
"რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამ და შესაბამისად, კანონპროექტი შევიდა პარლამენტში განსახილვევად.
რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა, აღნიშნული ცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა. მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება, რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება.
ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით (შკყპე) გაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






