18 იანვარს, ,,რუსთავი-2“-ის ეთერით გავიდა სოზარ სუბარის განცხადება, სადაც მან განაცხადა-სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჩანაწერების 24 საათში წაშლა ვანო მერაბიშვილის დროიდან მოქმედებსო, ანუ ავტომატურ რეჟიმში იშლებაო.
მის მიერ ამ განცხადების გაკეთების შემდგომ ხელისულების მოქმედებამ დამაინტერესეა და იმედიც არ გამიცრუვდა - კვლავ იქნა დაბარებული თაკო სალაყაია.
რა მიზნებს ისახავდა მისი კვლავ პროკურატურაში გამოძახება? მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, როგორმე გამოეყვანათ სოზარ სუბარი იმ სულელური მდგომარეობიდან, რომელიც თავად შექმნა, რომ როგორმე ხალხს მის ტყულზე კი არ გაემახვილებინა ყურადღება, არამედ ხალხის ინტერესი გადაერთოთ თაკო სალაყაიას ხელმეორედ დაბარებაზე.
ვეცდები ავხსნა თუ რას ვგულისხმობ.
დავუბრუნდეთ ისევ ვანო მერაბიშვილის პერიოდს. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ყველა სახელმწიფო თუ ძალოვანი სტრუქტურებში რომ არაფერი არ იშლება არათუ ავტომატურად 24 საათის განმავლობაში, არამედ არასოდეს არაფერი არ იშლება საერთოდ, ეს ყველამ ვიცით. და თუ ახალმოსული მთავრობა ვერ პოულობს ჩანაწერებს ეს არ ნიშნავს რომ ის წაშლილია, არამედ ეს ნიშნავს რომ ის ჩანაწერი ვიღაცამ კარგად გადამალა (არაერთხელ დამიწერია ეს მოსაზრება).
ეხლა შეძლებისდაგვარად მივყვეთ სოზარ სუბარის მიერ ნათქვამ სიტყვებს.
მან, პირველი განცხადების გაკეთებისას განაცხადა რომ ჩანაწერები იშლება 10 დღეში. თავისთავად როდესაც ცნობილი გახდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული ინციდენტი-სავსებით შესაძლებელი იყო, რომ გამოძიებას ჰყოფნოდა ვადა და ჩაეტარებინა მოკვლევა. ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა სამშაბთა, მისი თქმით მას უკანონოდ დაატოვებინეს სასჯელაღსრულების დაწესებულება პარასკევს. ანუ 10 დღეს მინუს 3 დღე (შაბათი-კვირა) უდრის 7 დღეს, რაც სრულებით საკმარისია მოკვლევისთვის და ვიდეომასალის ამოღებისთვის, რაც არ უნდა ბიუროკრატია ყოფილიყო. სოზარ სუბარის განკარგულებაში იყო სრული 7 დღე რომ მას ამოეღო კადრები, რომელიც ვანო მერაბიშვილს სიცრუეს დაამტკიცებდა. მან ეს არ გააკეთა. მკითხველს გაუჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ ვანო მერაბიშვილს არაკანონიერად დაატოვებინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რატომ განაცხადა სამშაბათს და არა ორშაბათს? როდესაც ხდება ასეთი ინციდენტი ნებისმიერი პიროვნება პირველ რიგში გაივლის კონსულტაციას თავის ადვოკატებთან, ანუ ორშავათ დღეს, სავარაუდოდ კონსულტაციები გაიარა ადვოკატებთან.
ამიტომ მიხვდნენ რა, თუ რა ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, სასწრაფოდ დაიწყეს გამოსავლის ძებნა, ისე რომ არც დაფიქრებულან ჯეროვნად, და ბატონმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ვიდეოკადრები ავტომატურ რეჟიმში იშლება 24 საათის შემდეგ.
აქედან პირადად მე შემქმნა შთაბეჭდილება რომ ბატონი სოზარ სუბარი არ არის ჩახედული მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურის მუშაობაში, რადგან ელემენტარულად მან არ იცის ყველაზე მთავარი - თუ რამდენ დღეში ან საათში იშლება ვიდეოჩანაწერები.
ყველას გვქონია შეხება სახელმწიფო სტრუქტურებთან (იუსტიციის სახლი და სხვა), სადაც ჩვენს მიერ მოთხოვნილ საბუთებს ძალიან საინტერესო მინაწერი აქვს დღეებთან დაკავშირებით, იქ ამოიკითხავთ ფრაზას „სამუშაო დღე“. ანუ ესა თუ ის უწყება, ამა თუ იმ საქმეს განიხილავს ამდენ „სამუშაო დღე“-ში.
აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ სოზარ სუბარის განცხადებას 10 დღესთან დაკავშირებით, მან უეჭველი იგულისხმა 10 სამუშაო დღე. აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება ასეთი ინციდენტი, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ 24 საათის და ეს 10 დღის რაოდენობაც იზრდება.
რაც შეეხება 24 საათს, სამწუხაროდ არ ვიცი ამჯერად რამდენად სიმართლეს ამბობს სოზარ სუბარი, შეიძლება ეს 24 საათი მართალია, მაშინ ეს ვანო მერაბიშვილის მიერ დაშვებული შეცდომაა, რადგან თუ გავითვალისწინებთ რომ შაბათი-კვირა არის არასამუშაო დღე, და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოხდა დანაშაული პარასკევს დღეს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ორშაბათ დღეს-როდესაც იწყება სამუშაო კვირა, გამოძიება ფაქტიურად რჩება არაფრის გარეშე, რადგან ის ვიდეოკადრები, რომელშიც იქნება ასახული დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში იქნება წაშლილი. დანაშაული კი დარჩება გაუხსნელი.
პირადად ჩემი აზრით არა მგონია კადრები იშელბოდეს ავტომატურად 24 საათში, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რაც განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინბისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ მიდის ბინძური პროპაგანდა, მგონია, რომ: პარასკევს საღამოს, ფარცხალაძის ბრძანებითა თუ დავალებით, ვანო მერაბიშვილი, უკანონოდ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მიიყვანეს მთავარ პროკურორტან საიდუმლო შეხვედრაზე, ეს ყველაფერი მოხდა კანონდარღვევით.
მოვისმინე აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ვითომდა ნანობდა რომ კადრები თავის დროზე არ იქნა ამოღებული და გასაჯაროვებული, ეს მისი „გულახდილობა“ სხვა არაფერია თუ არა თვალებში ნაცრის შეყრა, და ხალხში იმის ჩვენებას თუ რაოდენ სამართლიანია. მას შეეძლო მოეწვია საგანგებო სხდომა და იქ იმავე დღეს მოეთხოვა სუბარისთვის რომ ამოეღო კადრები მის სამსახურს და გადაეცა გამოსაძიებლად, რადგან ვანო მერაბიშვილი არ არის უბრალოდ პატიმარი-ის არის ნაცმოძრაობის ლიდერი, ყოფილი შსს-ს მინისტრი და ყოფილი საქართველო9ს პრემიერ მინისტრი, და მისი საქმით დაინტერესებულები არიან ევროპაში. იგივე შეეძლო მოემოქმედა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონსაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
ასე რომ, სოზარ სუბარი და მთლიანი კოალიცია ოცნება მაქსიმალურად ცდილობს გაამართლოს საკუთარი უკანონო ქმედებები და სისუსტეები და ხალხის ყურადღება შეგნებულად გადააქვთ ისეთ თემებზე, რომელიც მათ სუსტ მხარეებს და უკანონობას გადაფარავს, ზუსტად სოზარ სუბარის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გადაფარვის მცდელობა იყო თაკო სალაყაიას კვლავ დაბარება პროკურატურაში.
გთავაზობთ ჩემი აზრის მოკლე შეჯამებას.
1. ციხის განაწესის მიხედვით ციხეში შაბათ–კვირას არც მნახველები, არც ადვოკატები არ დაიშვებიან, შესაბამისად ორშაბათამდე ვანო განცხადებას ვერ გააკეტებდა. ჩემი აზრით ორშაბათს კონსულტაცია გაიარა და სამშაბათს გააკეთა განცხადება. ღარიბაშვილმა იცრუა, როცა თქვა შაბათ–კვირას ადვოკატებმა ინახულესო. მაშინ მათ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად უნდა წარმოედგინათ ჟურნალი(ალბათ არსებობს ასეთი რამ) სადაც დაფიქსირებული იქნებოდა მერაბიშვილის ადვოკატების ხელმოწერა, რომ მათ პატიმარი მოინახულეს შაბათ-კვირას (არასამუშაო დღეს), იმ დღეებში როდესაც აკრძალულია პსჯავდებულებთან მნახველების დაშვება.
2. სათვალთვალო კამერების 24 საათში წაშლა პრინციპულად ეწინააღმდეგება კამერების არსებობის არსს. რა საჭიროა სათვალთვალო კამერები თუ ის 24 საათში წაიშლება, და ინციდენტზე რეაგირება ვერ(არ) მოესწრება, ან გამოძიებას ვერ(არ) დაეხმარება? ან საერთოდ არ უნდა იწერებოდეს ან მინიმუმ რამდენიმე დღე უნდა ინახებოდეს ჩანაწერი. ამაზე ყველა დუმს.
3. ძალიან უსუსურად ჟღერს შიდა გამოძიების შესახებ განცხადება, სადაც წერია, რომ: ჟურნალში არ დაფიქსირებულა პატიმრის გასვლა და შესვლაო. ძალიან სასაცილო არგუმენტია. მსჯავრდებული კაკნონდარღვევით მიჰყავთ მთავარ პროკურორთან შესახვედრად (დასაშინებლად თუ რისთვის ეს სხვა საკითხია) და ამას გაატარებდნენ ჟურნალში? რომელი პირი ატარებს თავის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ოფიციალურ ჟურნალსა თუ სხვა სააღრიცხვო დოკუმენტებში?
4. კამერაში ადმინისტრაციას მხოლოდ ბრალდებულის თანხმობით და მოთხოვნით აქვს უფლება რომ სათვალთვალო კამერა დაამონტაჟოსო, ამოვიკითხე ამ საქმის მცოდნეთა ნაწერებიდან. ეს ძირითადად უსაფრთხოების მიზნით კეთდება. შესაბამისად ეს ჩანაწერი პატიმრის საკუთრებაა, და წესით პირველი მოთხოვნისთანავე ჩანაწერი უნდა გადაეცეს პატიმარს. სხვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები კი „სახელმწიფოს საკუთრებაა“-ო.
5. თაკო სალაყაიას დაბარება ჩემის აზრით არის უბრალოდ მცდელობა, როგორმე გადაიფაროს ეს საქმე და ხალხს ყურადღება გადაატანინონ სხვა საკითხზე, ნუ რა თქმა უნდა ვერc იმას ვერ გამოვრიცხავ რომ ხდებოდეს თაკო სალაყაიას დაშინება, ან მერაბიშვილზე ზეწოლის განხორციელება თაკო სალაყაიას გზით.
P.S. არასოდეს არ ვამტკიცებ არაფერს, გთავაზობთ პირადად ჩემს აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალი მთავრობა მოგვიწოდებს რომ მისი ყველა ქმედება გავაკონტროლოთ რომ კვლავ არ მოხდეს „9 წელი“ სიცრუეში ცხოვრება, ამიტომაც მეც, როგორც საქართველოს მოქალაქე გამოვთქვავ ჩემს შეხედულებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რადგან დავიღალე „9 წელი“ სიცრუეში ცხოვრებით და ეხლა მსურს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მაინტერესებს გავიგო სიმართლე.
გიორგი-მათე შარაშენიძე
მასალის გამოყენების პირობები






