ეკონომიკის სამინისტრო - ტექდათვალიერების ღირებულების დადგენისას აქცენტი საფასურის ხელმისაწვდომობაზე გაკეთდება
საზოგადოება - 15:37, 28 Jan, 2014     2233

„საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების საფასურის დადგენისას გათვალისწინებული იქნება ქვეყნის რეალობა“

განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"საფასური არ იქნება ისეთივე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს გააკეთებს საფასურის ხელმისაწვდომობაზე. ეს კომპანია TUV Rheiland Group-თან შემდგომი მოლაპარეკებების ეტაპია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიის შერჩევის კრიტერიუმებს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ TUV Rheiland Group-ს აქვს საქმიანობის 140-წლიანი გამოცდილება, მოიცავს 500-ზე მეტ ფილიალს მსოფლიოს მასშტაბით და მისი წლიური ბრუნვა მილიარდ 300 მილიონ ევროს აღემატება.

"ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე. გარდა ამისა, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეუფერხებლად შეძლებს საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში ჩართვას", - განაცხადა მიქელაძემ.

TUV Rheiland Group-ის სამუშაო ჯგუფს საქართველოში მიმდინარე კვირას ელოდებიან, რის შემდეგაც ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა დაიწყება.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განაცხადა, პროექტის მომზადებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რის შემდეგაც ურთიერთთანამშრომლობის პირობები გასაჯაროვდება.

"წლების განმავლობაში ეს არ კეთდებოდა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ პოლიტიკურად არამომგებიანი იყო. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია და მის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება. ტექდათვალიერების მოქმედების ვადები სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ავტომობილის გამოშვების თარიღზეც, ვინაიდან სალონიდან გამოყვანილ და 20 წლის ავტომანქანებზე ტექდათვალიერება ერთი და იგივე ვადით ვერ გაკეთდება. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ ავტომანქანების სეგმენტაციას, თუმცა დეტალებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემებიც ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის. ასევე სავარაუდოდ შემიძლია გითხრათ, რომ ავტომობილის გამოშვების თარიღს მნიშვნელობა არექნება, მთავარია, ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყოს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს.

კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 900 ათასი ავტომობილი გაივლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42