რატომ დადიოდნენ ტელეკომპანია ,,იმედში“ გოგი თავთუხაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ,,გრეჩიხა“ და იყო თუ არა გია ხუხაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი?! ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ბერიძე გაზეთ ,,ქრონიკა+“-სთან გია ხუხაშვილისა და ბიზნესმენის ურთერთობებზე ჰყვება.
გიორგი ბერიძე ხუხაშვილისა და პატარკაციშვილის მეგობრობას საეჭვოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის მრჩეველი მას ბიზნესმენის გარემოცვაში არასოდეს უნახავს.
,,ონოფრიშვილმა შემომთავაზა რკინიგზის უსაფრთხოების შეფობა. ეს იყო ძალიან დიდი ნდობა. სწორედ იქ მომიხდა ხუხაშვილთან შეხება. მე არ მიმაჩნია, რომ გია ხუხაშვილი ვარსკვლავებს წყვეტს. ეს არის ერთი საშუალო დონის ადამიანი. რატომ იჩემებს, არ ვიცი. მე პირადად გია ხუხაშვილი ბადრის ახლობლობაში არასოდეს მინახავს. არც ის მინახავს, ,,იმედში“ რომ მოსულიყოს. ბადრის იქ თავისი კაბინეტი ჰქონდა და ჩემი ხალხი იდგა ყველგან, მოდი, ასე ვთქვათ: ყველაფერი გამოდის საჭიროებიდან, ვის რაში სჭირდებოდა გია ხუხაშვილი? ჰქონდა თუ არა ბადრის საჭიროება, გია ხუხაშვილისთვის ჭკუა ეკითხა? - არ ჰქონდა, ცხადია. იქ იყო ბიზნეს-ჯგუფები, რომლებთანაც იგი მეგობრობდა - ვანო ჩხარტიშვილი მახსოვს, ,,გრეჩხასთან“ ჰქონდა ურთიერთობა, გოგი თავთუხაშვილი მახსოვს, ფულის წასაღებად რომ მოდიოდა ,,იმედში“, გია ხუხაშვილი არ მახსოვს... ,,იმედში“ არ მოდიოდა, ,,არკადიაში“ არ მინახავს, ბიზნესლანჩებს არ ესწრებოდა. დავიჯერო, იატაკქვეშეთში ხვდებოდა?“, - აცხადებს გია ბერიძე ,,ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






