პროკურატურა მეგის ქარდავას გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს
სამართალი - 09:25, 28 Jan, 2014     2014
პროკურატურა სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი როკურატურა განცხადებას ავრცელებს:
"მეგის ქარდავას, ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძის და სამხედრო მოსამსახურის გიორგი გორელაშვილის წამებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა"2014 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, სამხედრო მოსამსახურის გიორგი გორელაშვილის წამების, გიორგი ჩიკვატიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის და სასჯელის შთანთქმით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე საქმეში, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების და მის მიმართ სექსუალური მოქმედების ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისთვის, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი, სსკ-ის 25, 144 პრიმა 1 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 25, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრათ თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ დაზარალებულ გიორგი ჩიკვატიას თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის და უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდში, დამნაშავედ ცნო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს ყოფილი უფროსი თორნიკე გუნავა, რომელთაც განესაზღვრათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საპყრობილიდან უკანონოდ გაყვანის ეპიზოდში და სასჯელის ზომად განესაზღვრათ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ამავე განაჩენით, ხსენებულ საქმეში მეგის ქარდავას გამართლება დაზარალებულების ს.ჩაპლიგინის, ს.თეთრაძის, გ. ჩიკვტიას წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის შერაცხულ ბრალდებაში, ასევე ბრალდებულების რატი მგელაძის, მერაბ მეტრეველის, ალექსანდრე კუჭუაშვილის, მამუკა წურწუმიას, გიორგი სამუშიას გამართლებას, ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქმე, რომლის განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა, შეეხებოდა დროის მოკლე მონაკვეთში 4 პირის - პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელიშვილის, სერგო ჩაპლიგინის და გიორგი ჩიკვატიას წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, რაშიც ერთობლივად მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები", - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42