რატომ უნდა გამორთოთ სმარტფონი ღამით
ეს საინტერესოა - 02:23, 28 Jan, 2014     5439

ყველამ ვიცით, ძილის წინ ეკრანთან დიდი დროის გატარება არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ეკრანზეა საუბარი: ტელევიზორზე, კომპიუტერზე, აიპადსა თუ სმარტფონზე. ტელეფონი, რომელზეც აღმერთებთ და ბალიშის ქვეშ იდებთ, არანაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ღამით სმარტფონით თამაში, ჩატაობა და სხვა აქტივობები დილით თქვენს მოდუნებას, ნაკლებად ფოკუსირებულობასა და დაღლილობას იწვევს.

ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა სახელწოდებით ,,ორგანიზაციული ქცევისა და ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესი.“ კვლევა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მკვლევარები 2 კვირის მანძილზე 82 ზედა რგოლის მენეჯერებზე მუშაობდნენ. მათ მენეჯერების სმარტფონის გამოყენების საშუალო მაჩვენებლი, ძილის დრო, ხარისხი, სამუშაოში ჩართულობა და მგრძნობელობა აინტერესებდათ.

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულები, რომლებიც ღამის საათებში სმარტფონს იყენებდნენ, ძილის უკმარისობასა და დაღლილობას უჩიოდნენ. დილის ცუდი განწყობა კი პირდაპირპროპორციულად აისახებოდა მათ სამუშაო დღეზე.

კვლევის მეორე ეტაპის ჩასატარებლად სოციოლოგებმა 161 შედარებით დაბალ რანგზე მომუშავე პირები (სტომატოლოგებიდან ბუღალტრებამდე) გამოიკვლიეს. კვლევის სტილი ამ შემთხვევაშიც ისეთივე იყო, როგორც – მაღალი რანგის მენეჯერებთან. ერთადერთ განსხვავებას კი ის წარმოადგენდა, რომ მკვლევარებს მათი არა მხოლოდ სმარტფონის გამოყენების სიხშირე აინტერესებდათ, არამედ – კომპიუტერის, აიპადის, ტაბლეტებისა და ტელევიზორისაც.

კვლევის მეორე ნაწილის შედეგიც აბსოლუტურად იდენტური იყო. 161-ივე დასაქმებული ,,მოკლე დილას,“ ცუდ ძილს, დაბნეულობასა და დასვენებსი სურვილს უჩიოდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გამოკითხულთა შორის ყველაზე მეტად არაკონცენტრირებულობასა და დაღლილობაზე სმარტფონის მომხმარებლები წუწუნედნენ.

კვლევის შედეგიდან გამომდინარე, პროფესორი რუსელ ჯონსონი სმარტფონის მომხმარებლებს ღამით მათ გამორთვას ურჩევს. გარდა გამოსხივებისა და ღამის შემაწუხებელი შეტყობინებებისა, მას სხვა უარყოფითი თვისებებიც აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ, ჯობს, გონიერი ტელეფონით დღის მანძილზე ვისიამოვნოთ და ღამე ძილს დავუთმოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42