სასჯელაღსრულების სამინისტრო „კვირის პალიტრას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 19:53, 27 Jan, 2014     2008
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულ არჩილ ძეგველიშვილთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

საქმე ეხება „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც მსჯავრდებული ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ შიმშილობს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, პუბლიკაცია სამინისტროსთან კონტაქტის გარეშე მომზადდა, რის გამოც ავტორმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.


„მსჯავრდებულმა ჯერ კიდევ საგაზეთო მასალის გამოქვეყნებამდე, 26 იანვარს შეწყვიტა შიმშილობა. შიმშილობის პეიროდში არჩილ ძეგველიშვილი სამედიცინო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტების წარმომადგენლების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 25 იანვარს ის მინისტრის წარმომადგენელმაც მოინახულა, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს, ადგილობრივი საბჭო არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, რომლის 5-წევრიან შემადგენლობაში, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ორი წარმომადგენლის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალაქის მერიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შედიან. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება. სამინისტრო და მინისტრი საბჭოს გადაწყვეტილებებში ცხადია ვერ ჩაერევა,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42