28 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“-ში (თელავის ქუჩა №20), პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება სუფთა ენერგიის პროგრამა“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შერბილების ზრდის უზრუნველყოფა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და სუფთა ენერგიის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ “დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის” (დეგს) ცნება დამკვიდრდა 2009 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციაზე მიღებული “კოპენჰაგენის შეთანხმებით”, რომლის თანახმადაც “დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია” მდგრადი განვითარების განუყოფელ წინაპირობას წარმოადგენს.
“დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია“ არის დოკუმენტი, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს კლიმატის ცვლილების პრობლემასთან მიმართებაში ქვეყნის კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს, ქმედებებს, პროგრამებსა და განხორციელების გეგმებს. დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს დააჩქაროს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა, დააკმაყოფილოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნები (გარემოს დაცვის ნაწილში).
მასალის გამოყენების პირობები






