მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა - ,,მაპატიე დედა...“
სამართალი - 17:55, 27 Jan, 2014     11344

„დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში“ აფეთქების შედეგად, პროფესორ ზურაბ ბენდელიანთან ერთად, 1980 წელს დაბადებული ანზორ ბექურიშვილიც გარდაიცვალა.

„კვირის“ ინფორმაციით, ანზორ ბექურიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მანქანით მივიდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ავტომანქანაში ახალგაზრდის წერილი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ამ შინაარსის იყო:

„დედა, მაპატიე, არ შემიძლია ამ ტკივილის ატანა. სანამ მოვკვდები, ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო“, – ნათქვამია ანზორ ბექურიშვილის წერილში.

შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ქუჩაზე, 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი სამკურნალო ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი და პროფესორი, 60 წლის ზურაბ ბენდელიანია.

„კვირის“ ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბენდელიანთან ანზორ ბექურიშვილი, სავარაუდოდ, ავტომანქანით მივიდა. მანქანა იქვე გააჩერა და შენობაში შევიდა. ანზორ ბექურიშვილი, პროფესორთან ერთად, სამუშაო ოთახში ჩაიკეტა. მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ჯერ გასროლა, შემდეგ კი აფეთქება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდელიანმა, თანმხლებ პირთან კამათის შემდეგ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ბენდელიანი დამწვრობით დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შელაპარაკება ექიმსა და ანზორ ბექურიშვილს შორის დაიწყო. ამის შემდეგ, ოთახიდან სროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების თქმით, შენობიდან მოისმა ძლიერი აფეთქების ხმა. დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი სამაშველო სამსახურებმა ფანჯრიდან გაიყვანეს. ამ წუთებში სტუდენტები თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. სტუდენტების გარდა, დაკითხვაზე სამმართველოში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებიც მიიყვანეს“, - წერს ,,კვირა“

ცხედრებს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიტანენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 109 მუხლით აღიძრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42