საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას
საზოგადოება - 14:28, 27 Jan, 2014     1784
გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშის და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს ტრაგედია კაცობრიობამ ძნელად გადაიტანა და მომავალში არავინ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა სხვათა ჩაგვრის თავიდან ასაცილებლად.

„ჰოლოკოსტმა ტკივილი მოუტანა კაცობრიობას. ადამიანმა დაინახა, რომ ყველაზე დიდი მტერი თავად არის. ის ჯოჯოხეთი, რომელიც, შეიძლება, ადამიანის ფსიქიკაში იყოს, შესაძლოა, გაცოცხლდეს მიუხედავად კულტურისა და ცივილიზაციის მონაპოვრებისა. ამან, შეიძლება, ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს. ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრად უფრო საშიში გახდა საკუთარი თავი, ვიდრე მტერი და მომხდური. ეს ტრაგედია კაცობრიობამ ძნელად გადაიტანა. ამიტომ გამოჩნდა, რომ ის, რაც, სამწუხაროდ, არის ადამიანში, ბოროტება, რომელიც მასში დევს, სწორედ მუდმივი შინაგანი დისციპლინით, სულიერი მუშაობითა და სახლმწიფოს დახმარებით უნდა იყოს გაჩერებული. ამ ბოროტებას არ შეიძლება მიეცეს თუნდაც ერთი წამით აყვავების, გაძლიერების, გაზრდის შესაძლებლობა. თუ ადამიანი და, ზოგადად, საზოგადოება არ არის მიმართული იქით, რომ არ გაღვივდეს აი ეს საწყისი, სავსებით შესაძლებელია, ამან ისევ ამოხეთქოს. ეს დაინახა კაცობრიობამ. შეძრწუნებულმა კაცობრიობამ, მას შემდეგ, რაც მოტრიალდა, თავისივე შექმნილი მსხვერპლი დაინახა ჰოლოკოსტის სახით. ეს პრინციპულად არის ის, რომ სხვა, განსხვავებულის მიუღებლობის მიმართ გარკვეული ტოლერანტობა, თვალის დახუჭვა იმაზე, რომ შესაძლებელია განსხვავებული ჩვენთვის საშიში იყოს, თვალის დახუჭვა იმაზე, რომ დაიჩაგროს ის, ვინც ბოლომდე შენ არ გგავს. ამ საშინელი ტრაგედიის კვალდაკვალ, მე-20 და 21-ე საუკუნეების გამოცდილება მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთი წამით, ოდნავადაც არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ცოტათი მაინც მივიღოთ ის, რომ ჩვენს შორის უმრავლესობამ გადაწყვიტოს - უმცირესობა რაღაცით მაინც იყოს დაჩაგრული და გვერდზე გაწეული. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციას, ვხედავთ ამ ტენდენციის გაღვივების მცდელობას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ჯანმრთელ საზოგადოებას, რომელიც არა მარტო კულტურული გამოცდილებიდან ან ცოდნიდან, არამედ სწორი საწყისიდან გამომდინარე არასდროს არ მიიღებს სხვათა ჩაგვრას. მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანთა წინაშე, ვინც იმ საშინელ დღეებში, საშინელ წლებში ეწამა და მათ წინაშე, ვინც კაცობრიობას საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები ესწრებოდნენ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42