როგორც Newpost-თან საუბრისას კორკოტაშვილმა აღნიშნა, პრემიერის ეს გადაწყვეტილება საქართველოში არსებული რელიგიური მიმდინარეობების მიმართ ტოლერანტულობის გამომხატველია.
„ჩემი აზრით, ბატონმა პრემიერმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი რელიგიური მიმდინარეობები დაეფინანსებინა, მიიღო საზოგადოების რაოდენობის მიხედვით. გრიგორიანული, კათოლიკური, იუდაისტური და მუსლიმანური მიმდინარეობები, სწორედ ის მიმდინარეობებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ. უნდა დავანოხთ ევროპას, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტული ერი. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრიორიტეტული არის მართმადიდებლური მიმდინარეობა და ეს უნდა გაითვალისწინოს პრემიერმაც და სხვამაც,“ - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.
სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს საპატრიარქოს სოიდურად აფინანსებს. 2012 წელს დაფინანსებამ 22 მილიონი შეადგინა, 2013 წელს კი - 25 მილიონი.
მასალის გამოყენების პირობები






