ხვრინვა წარმოადგენს სასუნთქი გზების დაბრკოლებას, რომელიც ხახის რბილ ქსოვილში ჰაერის გავლით წარმოიქმნება, მას თან ახლავს ხორხისა და ცხვირ-ხახის ვიბრაცია. ზურგზე წოლისას სუნთვა ღრმავდება, ვიწროვდება სასუნთქი გზები და იწვევს ხმამაღალ ხვრინვას.
ხვრინვისას, სუნთქვის რიტმის დარღვევის გამო, ადამიანი იღვიძებს დილით გარიზიანებული, თავის ტკივილით, დაღლილი, უჩივის მეხსიერებასა და ყურადღების დაქვეითებას. ხვრინვას ზრდასრული ადამიანების 30%-ზე მეტი უჩივის. დადგენილია, რომ კაცები, ქალებთან შედარებით, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ხვრინვისკენ.
ზოგჯერ ხვრინვა ძილის აპნოეს( ძილში სუნთქვის გაჩერება) გამომწვევი მიზეზი ხდება, რის შედეგადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებათ და იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

როგორ ებრძოლოთ ხვრინვას?
მის დასაძლევად პირველ რიგში მავნე ჩვევები უნდა მოიცილოთ, უარი თქვით მოწევაზე, არ მიიღოთ ალკოჰოლი ძილის წინ და ეცადეთ გადაეჩვიოთ ზურგზე წოლას. ცნობილია, რომ გვერდზე წოლისას ადამიანი აღარ ხვრინავს. არსებობს სპეციალური პირში ჩასადები მოწყობილობები აფთიაქებში, რომლებიც ხვრინვის დაწყებისთანავე ადამიანს მცირე ძაბვით დენს ურტყავს და აიძულებს გვერდი იცვალოს. არსებობს ცხვირზე დასაკრობი საშუალებებიც, რომლებიც ცხვირით სუნთვას აუმჯობესებს და ამარტივებს. ხვრინვასთან საბრძოლველად გამოგადგებათ შემდეგი ვარჯიშებიც:
1.კბილებით დაიჭირეთ რაიმე ნივთი და 5 წუთი მაგრად გეჭიროთ.
2.ენა, რაც შეიძლება წინ გამოყავით, რაც უფრო მეტად გამოყოფთ მით უკეთესი. (გააკეთეთ ეს მოძრაობა 30ჯერ)
3.ენა მაქსიმალურად შეწიეთ უკან, ხახის სიღრმეში. (გააკეთეთ ეს მოძრაობაც 30ჯერ)
4.ამოძრავეთ ქვედა ყბა წინ და უკან.

მასალის გამოყენების პირობები






