სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდეთ იმიტომ, რომ მასპინძელი პუტინია
საზოგადოება - 22:27, 26 Jan, 2014     2912

„რატომ არ მიყვარს პუტინი? სიცარიელისთვის, რომელიც ქურდობაზე უარესია, ცინიზმისთვის, რასიზმისთვის, დაუსრულებელი ომისთვის. ნორდ-ოსტში მხუთავი გაზის გაშვებისთვის, გვამებისთვის, უდანაშაულო მსხვერპლისთვის, რაც თან სდევდა მისი პრეზიდენტობის პირველ ეტაპს. არადა, ამ მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა…

პუტინმა შემთხვევით ჩაიგდო ხელში უზარმაზარი ძალაუფლება და ამ ძალაუფლებით რუსეთისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი გახდა. მას არ უყვარს ადამიანები. ის ჩვენ ვერ გვიტანს. მას ჩვენ ვეზიზღებით. მისთვის ჩვენ ვართ ძალაუფლების მოხვეჭისა და განმტკიცების საშუალება და მეტი არაფერი. ამიტომაცაა, რომ შეუძლია ჩვენი ბედით როგორც უნდა ისე ითამაშოს. მისთვის არაფერი ვართ და შეუძლია წარბშეუხრელად გაგვანადგუროს.

პუტინი აძვრა ზემოთ. არც მეფეა, არც ღმერთი და ითხოვს შიშით თაყვანი ვცეთ მას. რუსეთში ყოფილან მსგავსი ტიპის ბელადები. მათ მოუტანიათ დიდი ტრაგედიები, სისხლი, სამოქალაქო ომები. მე ეს არ მსურს და ამიტომ არ შემიძლია მიყვარდეს კრემლის წითელ ხალიჩაზე, რუსეთის მთავარი სავარძლისკენ მიმავალი, ეს ტიპიური, საბჭოთა ჩეკისტი.“

2006 წლის 7 ოქტომბერს, ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, მოკლული იპოვეს მოსკოვის ცენტრში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში. მისი სიკვდილის შემდეგ, მთელმა მსოფლიომ მოისმინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შემზარავად ცინიკური სიტყვები: “ამ ჟურნალისტმა თავისი სიკვდილით გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე მისმა პუბლიკაციებმა.”

ანა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან „პუტინის რუსეთი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42