შეკითხვა ირაკლი შიხიაშვილს - გაფლანგული 50 მილიონი და პოლიტიკური ბიოგრაფია
საზოგადოება - 21:02, 26 Jan, 2014     10407

თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის შეკითხვა ბატონ შიხიაშვილს-არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ შეკითხვას ვსვამ...

25 იანვარს, პირველ არხზე, პირდაპირი ჩართვით, ბატონმა შიხიაშვილმა არაერთხელ მიუთითა იმ ფაქტს, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა ბრალდებულია თბილისელების 50 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვაში.

როგორც თბილისის მაცხოვრებელი და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ნაცმოძრაობა 9 წელი სიცრუეში მაცხოვრებდა, ხოლო ახალი მთავრობის მოთხოვნითა და ხელშეწყობით, ახალი მთავრობის თხოვნით, რომ შემეწყვიტა სიცრუეში ცხოვრება, გადავწყვიტე ბატონ შიხიაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიით დაინტერესება, რათა კვალვაც დავრწმუნებულიყავი ახალი მთავრობის სიკეთით, რომელმაც თვალი ამიხილა და მთხოვა - არასოდეს მეცხოვრა სიცრუეში.

ძალიან საინტერესო პოლიტიკური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ბატონ შიხიაშვილს, რომლის მონაცემებიც განთავსებულია ამ ბმულზე:

http://www.sakrebulo.ge/index.php?sec_id=43&lang_id=GEO, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გავაკეთე ამ ბმულის სქრინი (სურათის სახით კოპირება), რადგან არ ვარ დაზღვეული, რომ არ განმეორდება ფარცხალაძე - 2, თარიღების ან სხვა მონაცემების გადაკეთება.

ბატონი ირაკლი შიხიაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია

სამუშაო გამოცდილება:

1992–1993 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც–დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში)

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტრ დეპუტატად („მრეწველობა გადაარჩენს საქართევლოს“)

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი ახალი მიმარჯვენეები“)

2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი – სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ .

2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო – საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ

2010 წლის მაისიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი

2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია „თავისუფლება“–ს თავმჯდომარე.

2013 წლის ივლისიდან საკრებულოს თავმჯდომარე.

----------------------

ნუ ბატონი ირაკლი რომ ყველა მთავრობაში თავს კომფორტულად გრძნობს, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. პირველხარისხოვანია ის, რომ ბატონი ირაკლი, რომელიც 2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო – საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ, გიგი უგულავას 50 მილიონიან გაფლანგვაში ბრალს სდებს ეხლა, ,,ქართული ოცნების“ მფარველი ფრთის ქვეშ გადასვლის შემდეგ.

გიგი უგულავა თბილისის მერია 2005 წლიდან, ხოლო ბატონი ირაკლი კი გიგი უგულავას მერობის დროს 2012 წლის 11 ოქტომბრამდე (სანამ თავს შეაფარებდა ოცნებას) იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს და აგრეთვე, ეკავა წამყვანი თანამდებობები თბილისის ერთ-ერთ უდიდეს რაიონში.

მე ვეკითხები ბატონ ირაკლის,

ბატონო ირაკლი, მაინტერესებს, ბატონმა გიგიმ მაინც და მაინც ეხლა გაფლანგა ის 50 მილიონი? - ანუ იმ დროს, როდესაც ნაცმოძრაობა არ არის მთავრობაში და როდესაც ნაცმოძრაობის ყოველ ნაბიჯს ოცნება გამადიდებელი შუშით აკვირდება?

როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ნაცმოძრაობის გვერდით მაშინ არ ხდებოდა თანხების მითვისება? რადგან მაგ პერიოდში თუ ხდებოდა თანხების მითვისება თქვენ აუცილებლად იქნებოდით საქმის კურში (თქვენი თანამდებობებისდა მიხედვით), და თუ ხდებოდა რატომ არ აღიმაღლეთ მაშინ ხმა? და თუ მაშინ არ ხდებოდა, როდესაც ნაცმოძრაობა მთავრობაში იყო, ეხლა რატომ მოხდა თანხის მითვისება?

ხომ იცოდა ნაცმოძრაობამ, რომ თქვენ (ანუ ოცნება) ამას მაინც მიაგნებდა? ხომ არ თვლით, რომ არალოგიკურ რამეს ამტკიცებთ?

და თუ ხდებოდა მაშინაც, თქვენ რატომ ხართ ასე დაცული და თავდაჯერებული? რადგან გამორიცხულია, რომ თქვენ არაფერი გცოდნოდათ, იქნებ თქვენ გყავთ მფარველი? იქნებ თქვენ, როგორც ოცნებაში გადაბარგებულს, ხელშეუხებლობის გარანტია მოგცეს ზევით?

თქვენს მიერ ასე დაჯერებით ნათქვამი 50 მილიონიანი საქმე ძალიან წააგავს 2012 წლის არჩევნების წინადღეს, 9 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეს, როდესაც მაშინდელი ოპოზიცია (ოცნება) ერთმნიშვნელოვნად ბრალს სდებდა ნაცმოძრაობის წევრებს, რომ მკვლელობა მათი ჩადენილია, ხოლო შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც არჩევნების შემდეგ დაიკავა შსს-ს მინისტრის თანამდებობა, საჯაროდ დაგვპირდა, რომ ბავშვის მკვლელობას გამოიძიებდა, მაგრამ სამწუხაროდ მოგვატყუა და ეხლა მთელი ოცნება დუმს ამ საქმეზე...

კი მაგრამ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ძაღლის თავი თავად ოცნებაშია დამარხული?

ბატონო ირაკლი, არაადექვატურად არ გეჩვენებათ როდესაც:

1. ნაცმოძრაობა ვითომდა კლავს 9 თვის ბავშვს არჩევნების წინ

2. ნაცმოძრაობა ვითომდა ეხლა, როდესაც არ არიან მთავრობაში და ოცნება მათ ყოველ ნაბიჯს აკვირდება, ფლანგავს 50 მილიონს?

პატივისცემით, თბილისის მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

გიორგი-მათე შარაშენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42