რუსეთმა ევროკავშირს ეკონომიკური ომი გამოუცხადა
პოზიცია - 17:00, 26 Jan, 2014     4609

რუსეთმა უკვე დაუწესა შეზღუდვები ლიტვურ ღორის ხორცზე და იქვე განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის ქვეყნების ფორმატში გადაწყდება, ეს შეზღუდვები მხოლოდ ბალტიის პირეთის ქვეყნებზე გავრცელდება თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც. ემბარგოს თემას ვლადიმერ ჟირინოვსკიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით: „მათ აქვთ კარგი და ხარისხიანი პროდუქტები, განა არა აქვთ? მაგრამ აქვთ ევროკავშირისთვის. რუსეთისთვის კი ნარჩენები“...

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ეკონომიკური სანქციების თემამ საინტერესოდ გაიჟღერა. ხომ არ გამოუცხადა მოსკოვმა ეკონომიკური ომი ევროკავშირს? რა გავლენა ექნება იზოლაციაში მოქცეულ საბაჟო კავშირს საქართველოსთვის და რამდენად ემუქრება საქართველოს ემბარგო? - ამ საკითხებზე „ნიუპოსტს“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ესაუბრა.

- შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, რომელიც უფრო კონკურენტუნარიანია, მოსპონ, რომ ერთმანეთთან ივაჭრონ. თუ გახსნიან საბაჟო პუნქტებს, მაშინ, ბუნებრივია, ისინი ევროპასთან კონკურენციას ვერ გაუძლებენ და აქ უკვე ორი გზა რჩება: ევროპასთან გაერთიანება ან იმაზე უფრო ღარიბად ცხოვრება ვიდრე ეხლა არიან. არაა გამორიცხული, ეს იყოს პოლიტიკური ბერკეტი.

საბაჟო კავშირს უფრო მეტი ფასი ექნება ამ მხრივ, რადგან როდესაც რუსეთს არ მოეწონება მაგალითად, ლიტვა ან სხვა ქვეყანა დაუწესებს მას ემბარგოს, ჩაითრევს ემბარგოში სხვებსაც, იგივე ბელორუსიას და ყაზახეთს, რომლებიც არიან საბაჟო კავშირის წევრები.

რაც შეგვეხება ჩვენ, ამ ეტაპზე არამგომგონია ემბარგო გამოგვიცხადონ, რადგან ჯერ ცდილობენ რაღაცნაირად საქართველოსთან ურთიერთობა დაალაგონ და ჩაგვითრიონ რაღაცნაირად ალტერნატიულ პროცესებში. თუმცა, მომავალაში ემბარგო არ არის გამორიცხული. პრინციპში ჩვენ ემბარგოები გამოვიარეთ და ქვეყანა არ დაიქცა.

- გეთანხმებით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება მათთვის ეს წამგებიანი იყოს, თუმცა ისე გამოდის, რომ ახალი ხელისუფლების „ერთადერთი წარმატება“ რუსეთთან ბაზრის გახსნა...

- გასაგებია, რომ რაღაცას მიაღწია, მაგრამ ამას არ უნდა გადააყოლოს ქვეყანა. თუ დაგვიწესებენ ემბარგოს, მემგონი, ამის გამო არ უნდა დაუჩოქოთ...

- ნახეთ ჟირინოვსკის განცხადება?

- ჟირინოვსკის განცხადებას მემგონი სერიოზულად არ უნდა უყუროთ.

- თუმცა, მას ყოველთვის მიიჩნევდნენ, როგორც კრემლის გამხმოვანებელს..

- იცით რა არის? საქართველომ რუსეთის ბაზარზე პროდუქტი შეიტანა, მაგრამ ამას დიდი გავლენა ეკონომიკაზე არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა რუსული ბაზარი ბიუჯეტში მაინც გარღვევა გვაქვს. ეკონომიკა სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული მეტწილად. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის რუსული ბაზარი მეორეხარისხოვანია.

- იკვეთება ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის სერიოზული დაპირისპირება?

- არავითარი დაპირისპირება არ შეიძლება იყოს,რადგან ერთის მხრივ დგას უზარმაზარი განვითარებული ეკონომიკა და მეორეს მხრივ ჩაკეტილი და ჩამორჩენილი ეკონომიკური სივრცე. ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში. თუ უკრაინა დაუსხლტება რუსეთს, მაშინ საბაჟო კავშირი დაიშლება მარტივ მამრავლებად.

- თქვენ, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- ამ ეტაპზე რასაც ვხედავ ორი ვარიანტია - უკიდურესი გამწვავება, რომელსაც ხელს შუწყობს რუსეთი და ამის გამო რუსეთი თავს მოიქცევს იზოლაციაში. მეორე ვარიანტია, დემოკრატიული ძალების გამარჯვება. ორივე შემთვევაში რუსეთი დაზარალებულია.

- უკრაინის გარეშე რუსეთს შეუძლია რუსეთის პროექტის - საბაჟო კავშირის და ევრაზიული კავშირის წარმატებული გახადოს?

- თუ რუსეთმა შექმნა ევრაზიული კავშირი და საბაჟო კავშირი, ეს ბევრს არაფერს არ ცვლის უკრაინის გარეშე, რადგან მაგალითად თუ დაგვიწესებენ ბლოკადას, შეგვიძლია ვივაჭროთ უკრაინასთან , რომელიც უზარმაზარი ბაზარია, ანალოგიურად სხვებთანაც. უკრაინის გარეშე საბაჟო კავშირს ფასი არ აქვს არანაირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42