ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა გადაწყვეტილებით, 25 იანვრიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების სტანდარტული ლოგო შეიცვლება უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული ლოგოთი.
ანალოგიურად, უკრაინის დროშის ფერებშია ვიკიპედიის გვერდი Facebook-ზე.
ქართული ვიკიპედია მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, გმობს ყოველგვარ ძალადობას. იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება, უკრაინელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამავე დროს, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ადმინისტრაცია და რედაქტორები მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ კოლეგებს და მიგვაჩნია, რომ რადას მიერ მიღებულ და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილ კანონს 721 –VII, შეუძლიასერიოზული ზიანი მიაყენოს თავისუფალ და ღია ინტერნეტსივრცეს უკრაინაში, მათ შორის ვიკიპედიას.

მასალის გამოყენების პირობები






