რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ მოწმეს, გიორგი ქურდაძეს დაკითხავენ
სამართალი - 14:49, 26 Nov, 2012     422


,,დაკითხვისას გიორგი ქურდაძე, სავარაუდოდ, დაასახელებს პირებს, ვინც უშაულოდ მონაწილეობდა დანაშაულის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით და მის მიმართ ბრალდების ფაბრიკაციით ქურდაძემ რამდენიმე თვე უკანონო პატიმრობაში გაატარა. გიორგი ქურდაძე მოითხოვს მომხდარი დანაშუალის სრულყოფილად გამოძიებას, უკანონო ბრალდებების მოხსნას მის მიმართ, მიყენებული ზიანის კომპენსაციას", - აცხადებენ ,,კონსტიტუციის 42-2 მუხლში".
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2004 წლის წლის 24 ნოემბერს, პატრულ-ინსპექტორებმა ბაშალეიშვილმა და აბუაშვილმა გააჩერეს დიდუბეში, პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომობილი რომელშიც იმყოფებოდნენ გიორგი ქურდაძე, ამირან (ბუტა) რობაქიძე, ირაკლი მიქაბერიძე, აკაკი ბართაია, ლევან დაგნაძე და კახაბერ აზარიაშვილი.
,,პატრულმა ინსპექტორმა ბაშალეიშვილმა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა რობაქიძე რა დროსაც იგი პოლიციელის ბრძანებით უნდა დაწოლილიყო ასფალტზე. მკვლელობისთანავე, შსს და პროკურატურის მაღალჩინოსნების დავალებით შემთხვევის ადგილზე მიტანილი იქნა დიდი ოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და დაიდგა სცენარი თითქოს და აღნიშნულ პირებს თან ჰქონდათ ეს იარაღი და საბრძოლო მასალები და წარმოადგენდნენ გარკვეულ საფრთხეს. გიორგი ქურდაძის და სხვა პირთა მიმართ სს საქმე სსკ 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებით განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და პირველი პროცესი მხოლოდ 8 წლის შემდეგ 2012 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42