ეს ვიდეომასალა ტელეკომპანიას აღნიშნულ საქმეზე ერთერთმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მიაწოდა. ვიდეოჩანაწერებში ნაჩვენებია, თუ როგორ აიძულებენ კუდის თანამშრომლები გიორგი აბდალაძეს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ პირს - ზურაბ ქურციკიძეს, აცილება მისცენ საკუთარ ადვოკატებს და აიყვანონ მათთვის სასურველი ადვოკატი.
მეცხრე არხის ჟურნალიტთან საუბრისას გიორგი აბდალაძემ განაცხადა, ეს ჩანაწერი გლდანის მე-8 საპყრობილეშია გაკეთებული. იგი იმედოვნებს, რომ პირი, რომელმაც გადმოცა ეს ფარული ჩანაწერები უახლოეს ხანში მასალის სრულ ვერსიასაც წარმოადგენს. მასალების მეშვეობით ცხადი გახდება, თუ როგორ ხდებოდა ე.წ. აღიარებითი ჩვენების მიღება არამარტო ფოტოგრაფების, არამედ სხვა საქმეებზეც, მათ შორის ,,ენვერის'' საქმეზე. აბდალაძის განცხადებით, კადრებში საკმაოდ ბევრი მაღალჩინოსანი ჩანს და შესაძლოა ეს საქმეები ადეიშვილის, მერაბიშვილის და სააკაშვილის დონემდე მივიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






