დათა ახალაიას ადვოკატის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩიხში არის შესული და ამიტომ პროკურატურა ცდილობს, ახალაიას ახალი ბრალი წარუდგინის.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გირგვლიანის საქმეზე სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროებას აპირებს, თუ ამას თავად გამოძიება არ გახდის საჯაროს.
"შემიძლია განვაცხადო, რომ გირგვლიანის საქმის ე.წ. ახალ გამოძიებაში მთლიანად ჩაიხლართა გამოძიება.
ახალაიას მიმართ არცერთი ბრალდება არ დადასტურდა და ვერც დადასტურდებოდა.
რადგან ამ საქმეს ვერ უხერხებენ ვერაფერს, პროკურატურა ცდილობს, ცრუ მოწმეების საფუძველზე წაუყენონ ახალი ბრალდება.
მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება შესულია ჩიხში.
მოვუწოდებ პროკურატურას დაადგინოს, გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძისა და ქალაქის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის როლი გირგვლიანის გარდაცვალების საქმეში.
ვაცხადებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოებას წინ ელის შოკისმომგვრელი ფაქტები, თუ ამას არ ამცნობენ საოგადოებას, მე ავიღებ ამას ჩემს თავზე და ვამცნობ საზოგადოებას თუ რა სიყალბეა ამ საქმეში და როგორაა გამოძიება შესული ჩიხში", - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






