საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლემ იგი სასამართლოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდებოდა, მას დარბაზიდან გააძევებდნენ.
„ამ პროცესთან დაკავშირებით მე ვიმყოფები თითქმის რვა თვეა, მათ შორის თქვენი განკარგულებით, პატიმრობაში და ის, რომ თქვენ არ განაღვლებთ ჩემი პატიმრობის მდგომარეობა, გამოიხატება იმითაც, რომ თქვენ უარი თქვით მოგეთხოვათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჩემი ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს ფაქტი იქნება სამარცხვინო ლაქა ღარიბაშვილის, ივანიშვილის ბიოგრაფიაში, ეს იქნება ლაქა პირადად თქვენს ცხოვრებაშიც ქალბატონო მოსამართლევ, თქვენს გამო მე მქონდა თავისუფლება შეზღუდული და ამით მთავრობამ ისარგებლა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ამ წუთებში ბრალდების მხარე კითხავს კახა კუკავას, დღესვე იგეგემება ნონა გაფრინდაშვილისა და გია ბურჯანაძის დაკითხვა.
მასალის გამოყენების პირობები






