მიუხედავდ იმისა, რომ მომხმარებელი ზოგადად ამ პროდუქტებს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს ბაქტერიების გავრცელების წინააღმდეგ, ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის უფრო ეფექტურია დაავადებების თავიდან აცილებაში, ვიდრე ჩეულებრივი საპონი და წყალი.

შემადგენლობა და ნეგატიური თვისებები
უფრო მეტიც, ზოგიერთი კვლევების მიხედვით, გარკვეული ინგრედიენტების გამოყენება, რომელსაც ანტიბაქტერიული პროდუქტები შეიცავენ, მაგალითად ტრიკლოზანი ( თხევადი საპონი) და ტრიკლოკარბანი (მშრალი საპონი) შესაძლოა სერიოზულ რისკს წარმოადგენდეს ჯანმრთელობისთვის, რაც ბაქტერიულ წინააღმდეგობითა და ჰორმონალური ცვლილებებით გამოიხატება. ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ორგანიზმში მედიკამენტებზე წინააღმდეგობის გამწევ ბაქტერიებს, აჩქარებენ სქესობრივ მომწიფებასა და ზრდიან უნაყოფობის შანსს.
კვლევები ჩატარდა ცხოველებზე, რომელთაც ტრიკლოზანითა და ტრიკლოკარბანით გაჯერებულ საკვებს აჭმევდნენ, რამაც ცხოველებიში აღმდგენი სისტემისა და მეტაბოლიზმის მოშლა გამოიწვია. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ნივთიერებების ხანგრძლივად მოხმარებას ადამიანებშიც მსგავსი შედეგები ექნება. ადამიანებზე ამ შედეგის დადგენა ხანგრძლივი კვლევის საკითხია, ამიტომ ჯერ ზუსტი ფაქტები არ არსებობს.
ანტიბაქტერიული საპნები და ტანის დასაბანი საშუალებები ფართოდ და რეგულარულად გამოიყენება მომხმარებელთა მიერ სამსახურებში, სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში სადაც ინფექციათა რისკი შედარებით დიდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნივთიერებების გამოყენება ყოველდღიურად იზრდება სხვადასხვა პროდუქციაში როგორიცაა კბილისპასტები, სარეცხი საშუალებები, ბავშვის დამამშვიდებლები და სხვა. მათ დაახლოებით 2000-მდე ინდივიდუალური პროდუქტი შეიცავს.

საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ტრიქლოზანთან დაკავშირებულ პრობლემას სერიოზულად აღიქვამს. და აცხადებს : “ეს ძალიან კარგი პიველი ნაბიჯია საშიში ტრიკლოზანის ბაზრიდან ამოღებისათვის. ტრიქლოზანის შემცველი საპნით ხელის დაბანა არ ხდის ხელს უფრო სუფთას ვიდრე ჩვეულებრივი საპნის და წყლის გამოყენება, არამედ ისინი პოტენციური ჯანმრთელობის რისკის მატარებლები არიან. ”
პირველად FDA—მ ტრიკლოზანის პროდუქტებიდან ამოღების შესახებ წინადადება, ჯერ კიდევ 1978 წელს წარედგინა, მაგრამ სააგნეტომ საბოლოო ზომები არ მიიღო და შესაბამისად ტრიკლოზანი კიდევ უფრო მეტ საპონში აღმოჩნდა.
ანტიბაქტერიულ საპნებთან დაკავშირებით FDA დამატებით აცხადებს, რომ მათ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ იმისა, რომ ასეთ საპნებს უკეთესი ეფექტი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივებს.
აღნიშნული შეშფოთება არ ეხება წყლის გარეშე გამოსაყენებელ ხელის დასაბან საშუალებებს, რადგანაც მათი უმრავლესობა ალკოჰოლზეა დამზადებული და უწყლობის პირობებში ზოგადად უსაფრთხოდ ითვლებიან.
საპნების მწარმოებლებს მიეცათ ვადა, რომლის დროშიც მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოება და ეფექტურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაყიდვაში აღარ იქნება, ან საჭირო გახდება პროდუქტების ხელმეორე ფორმურილება და ეტიკეტების გამოცვლა, რათა ისინი ბაზარზე დარჩნენ.
როგორ და რომელი საპნით დავიბანოთ ხელი?
სანამ ანტიბაქტერიულ საპნებზე კვლევები კვლავ მიმდინარეობს, FDA გვირჩევს, რომ დაავადებებისა და ბაქტერიებისგან თავის ასაცილებლად ხელები ჩვეულებრივი საპნითა და გამდინარე წყლით დავიბანოთ. ასევე გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, ხელების სწორად დაბანისთვის:
ხელების დასაბანად გამოიყენეთ ცივი ან ნელთბილი გამდინარე წყალი
სანამ ხელებს ერთმანეთს გადაუსვამდეთ, გაისაპნეთ თითოეული ხელი კარგად
დაფარეთ ხელის ყველა ნაწილი საპნით, განსაკუთრებით თითებს შორის ადგილები და მტევნები.
ხელები უნდა დაიბანოთ 20-30 წამის განმავლობაში.
დაბანის შემდეგ კი ისინი კარგად უნდა გაიმშრალოთ.

მასალის გამოყენების პირობები






