ფოტოგრაფმა ჰოსეინ ფატეიმ საინტერესო და საყურადღებო ფოტოსესია გადაიღო, რომელიც დაგანახებთ იმას, რაც არ ჩანს ერთი შეხედვით – რა ხდება ირანელი ახალგაზრდების ცხოვრებაში, მათი სახლების დახურულ კარს მიღმა.
თითქმის 20 წლის განმავლობაში, ახალი ამბები და ფოტოები ირანის შესახებ, ერთგვაროვანი იყო: ქალები ჩადრებში, წამების ფაქტები, დამწვარი დროშები და ჭორები ბირთვულ იარაღზე. თუმცა ყოველდღიური რეალობა ირანში, რადიკალურად განსხვავდება ამ ყველაფრისგან.
1. შიშველი ქალი საკუთარ სახლში. ის იძულებულია იმუშავოს მეძავად, რათა შვილები გამოკვებოს
2. ქალები სილამაზის სალონში, სადაც რა თქმა უნდა მამაკაცებს შესვლის უფლება არ აქვთ. თავის მხრივ, ქალებსაც ეკრძალებათ მამაკაცების სალონში მუშაობა
3. ნასვამი გოგონები წვეულებაზე. თუ არ არიან ნათესავები, ქალებსა და მამაკაცებს ერთად დასვენება და ურთიერთობა ეკრძალებათ, მაგრამ ირანელი ახალგაზრდების უმეტესობა, ამ აკრძალვას დახურულ კარს მიღმა უგულებელყოფს
4. როკ-ჯგუფი დახურულ კონცერტზე
5. გოგონები სპორტ-დარბაზში, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ
6. გოგონები თამაშობენ ბილიარდს, მამაკაცების მომსასვენებელ ოთახში, სადაც ქალების შესვლა სასტიკად აკრძალულია
7. გოგონები ეწევიან ჩილიმს, რაც აკრძალული იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას

8. ირანში აკრძალულია როკ-მუსიკა. შესაბამისად ეს ბიჭები დიდი რისკის ფასად, საიდუმლო ადგილას ატარებენ რეპეტიციებს
9. გოგონები ეწევიან სახლის აივანზე. შინ მათ შეუძლიათ ჩაიცვან მაისურები და არ გაიკეთონ თავსაბურავი
10. ბიჭი უკრავს გიტარაზე ერთ-ერთ პარკში
11. გამყიდველი და კლიენტი ქალის თეთრეულის კატალოგს ათვალიერებენ, უკან კიდევ ერთი კლიენტი ბიუსტჰალტერს ირგებს
12. მხატვარი, რომელიც ეწევა და სვავს საკუთარ სახლში
13. ორი გოგონა წვეულების შემდეგ, მეგობარი გოგონას სახლში

14. პარკურის მიმდევარი
15. ბიჭი საკუთარ ოთახში ძაღლთან ერთად. ისლამის მიხედვით, ძაღლი ბინძურ ცხოველად ითვლება, ამიტომ ირანის მოქალაქეებს ეკრძალებათ ძაღლების ყოლა. ძაღლების მოყვარულების უმეტესობას, თავისი შინაური ცხოველი სახლიდან არ გაჰყავს, ვინაიდან ალბათობა იმისა, რომ მათ პოლიციელი დაიჭერს და ძაღლს ჩამოართმევს, ძალიან დიდია.

მასალის გამოყენების პირობები






