ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ გზაზე მან ეკლესიაში შეიარა სანთლების დასანთებად, რა დროსაც შეამჩნია სოსო ჩიქობავას მანქანა.
ნიკოლოზ ხუბაშვილის თქმით, მას ბინასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა სოსო ჩიქობავასთან და ამ საკითხე გამოელაპარაკა. ,,მან დამიწყო გინება, მეც ვერ მოვითმინე და ვესროლე", - აღნიშნა ხუბაშვილმა აღიარებით ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ სოსო ჩიქობავა, რომელიც კონტროლის პალატის თანამშრონელი იყო, ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა მათთან და "ამხელდა კონტროლის პალატაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი".
,,ბოლო პერიოდში, ჩემთან საუბრისას სოსო ჩიქობავა ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ მის თავს უცნაური ამბები ხდებოდა და რამდენჯერმე პირად მეილზე მიუვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ვიღაცა ცდილობდა მისი პაროლის გატეხვას. ცოტა მოგვიანებით კი მოგვწერა, რომ თავისი მეილიც და პირადი ,,ფეისბუქიც" დაბლოკილი იყო",-წერს "გურია ნიუსი".
მასალის გამოყენების პირობები






