გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებს გორში ჩამოსვლას სთხოვენ და გუბერნატორის გადაყენებას ითხოვენ მოვაჭრეები უკვე მეათე დღეა რაც საპროტესტო აქციებს მართავენ, ისინი ამ წუთებშიც გორში ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილები და ახალ ბაზარში გადასვლას კვლავ არ აპირებენ.
მოვაჭრეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს რომელსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნიან. ,,პარლამენტიდან ვითხოვთ უმცირესობას ჩამოვიდნენ და მოგვხედონ, სააკაშვილმა რითიც დაასროლა ხელისუფლებიდან წასვლა ეს მთავრობა ამით იწყებს.
ამ მთავრობას დიდი დრო არ აქვს ურჩევნიათ გონზე მოვიდნენ და მოგვხედონ ან არადა გადადგნენ. ჩვენ ვიყავით ვაჭრები, ვრჩებით ვაჭრებათ. ბევრი ხელისუფლება მოვიდა ბევრი შევიცვალედ ამათაც ეგრე უწერიათ. ან იყვნენ ხალხისთვის ან არადა წავიდნენ. ვთხოვ დავით ბაქრაძეს და სხვა ლიდერებს ოპოზიციის ჩამოვიდნენ და მოგვხედონ ძალიან ვთხოვთ" ამბობს აქციის მონაწილე ეკა ქარელი. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
მასალის გამოყენების პირობები






