სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახელი და გვარი არ ხმაურდება
სამართალი - 21:48, 25 Nov, 2012     583


ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სოსო ჩიქობავა კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელია და 2011 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან ის "გურიანიუსთან" თანამშრომლობდა. კერძოდ, კონტროლის პალატაში არსებული კანონდარღვევების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

როგორც "გურია ნიუსის" წარმომადგენელი აცხადებს, ბოლო პერიოდში მისი ელექტრონული ფოსტის "გატეხვას" ვიღაც ცდილობდა, ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისი გვერდის კლონი შექმნეს.

წინასწარი ინფორმაციით, ჩიქობავას მაკაროვის სისტემის იარაღიდან 6-ჯერ ესროლეს. სავარაუდოდ, მომხდარია საკონტროლო გასროლაც, ვინაიდან გარდაცვლილს ტყვია თავშიც აქვს მოხვედრილი.

რაც შეეხება მკვლელობის სავარაუდო მიზეზებს და მოტივებს, როგორც მკვლელობის შემსწრეები საუბრობენ, ჩიქობავა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მათთვის უცნობ მამაკაცთან საუბრობდა, რომელიც შემდეგ კამათში გადაიზარდა.

სავარაუდოდ, გარდაცვლილსა და უცნობ მამაკაცს შორის საუბარი უკავშირდებოდა სახლს, რომელზეც მათ დავა ჰქონდათ.

ასევე, ცნობილია, რომ სოსო ჩიქობავას ამ კონკრეტულ სახლთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჰქონდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და სავარაუდოდ, უცნობი მამაკაცი იყო ის, ვისაც ჩიქობავამ სასამართლოში მოუგო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42