პოლიტპატიმრის მეუღლე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:44, 25 Nov, 2012     470


ამის შესახებ პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მეუღლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საინიაციტივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" ავრცელებს.

,,ბოლო პერიოდში, პოლიტპატიმართა სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, მსურს, განცხადება გავაკეთო, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმრის - ბაკურ კიღურაძის მეუღლემ, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება პარლამენტის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას. ალბათ, მხოლოდ დაინტერესებული ოჯახების წევრებმა იციან, რაოდენ დიდი სამუშაო და ძალისხმევა უძღოდა წინ პოლიტპატიმართა საკითხის განხილვას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ამიტომ არ შემიძლია, არ გამოვთქვა ჩემი მადლიერება ამ პროცესში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ მიუხედავად იმ დიდი გულისტკივილისა, რაც ატეხილმა აჟიოტაჟმა და საკითხის გადადებამ გამოიწვია. მე ვერ მოვითხოვ და არც მოვითხოვ ჩემი მეუღლის საკითხის ცალკე გამოტანას და განხილვას, როგორ უდანაშაულოდაც არ უნდა მიმაჩნდეს იგი. ამას თავადაც არ დაუშვებდა. დღეს ციხეებში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი იტანჯება და ვინმეს გამოცალკევება შეიძლება უსამართლო იყოს, მაშინ როდესაც აღნიშნული პრობლემის ერთობლივი ძალით მოგვარების პერსპექტივა არსებობს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს, თუნდაც ამას დრო დასჭირდეს. სამწუხარო კი ის არის, რომ სამუშაო ჯგუფში შიდა დაპირისპირება ზიანს აყენებს კეთილშობილურ ინიციატივას და აუარესებს ათასობით გულშემატკივრის მორალურ და ფიზიკურ მდგომარეობას და ალბათ, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა რიგებში იწვევს დაუფარავ სიხარულს.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს და მის წევრებს, რომლებმაც დეტალურად განიხილეს და შეისწავლეს ბაკურ კიღურაძის საქმე მის ადვოკატებთან ერთად და პოლიტპატიმართა სიაში მისი შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

არამიზანშეწონილად მიმაჩნია პრიორიტეტი მიენიჭოს რომელიმე ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ სიას, ასევე არამიზანშეწონილად მიმაჩნია სამუშაო ჯგუფის დატოვება ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ამით საერთო პროცესის დისკრედიტაცია, რაოდენ საწყენადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. რაც არ უნდა რთული იყოს განხილვის პროცესში მონაწილეობა, უმორჩილესად გთხოვთ, ყველა უსამართლოდ დასჯილი ოჯახის სახელით, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ რეჟიმის მიერ ქვეყნის მტრებად და კრიმინალებად უსაფუძვლოდ გამოცხადებულ ადამიანთა ბედ-იღბალს. დღეს ეს ადამიანები თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან", - აცხადებს ბაკურ კიღურაძის მეუღლე ქეთი გოგილაშვილი.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42