ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინიხტრი კახა კალაძე ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დღეს შეხვდა.
მინისტრის განცხადებით, ფაკულტეტის 15 წარჩინებული სტუდენტი სტიპენდიის სახით ყოველთიურად "კალა ფონდიდან" 200 ლარს წელსაც მიიღებს.
"როცა ერთი წლის წინ აქ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ წარჩინებულ სტუდენტებს წავახალისებდით და დავუნიშნავდით სტიპენდიას. ეს ტენდენცია გაგრძელდება წელსაც. სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარება სურს.
ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ დარგს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სპეციალისტები ჰყავდა და ახალგაზრების სახით გვინდა ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს. დიდი რესურსი აქვს ქვეყანას, რომ საქართველო ენერგეტიკული კუთხით მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული არ იყოს და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






