ტელეკომპანიის ცნობით, სატელევიზიო სტუდიებისთვის და მოძრავი რესტორნისთვის გამოყოფილ ადგილზე ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ანტისანიტარია და მკვდარი ფრინველები დახვდა.
ბათუმის საკრებულოს წევრების განცხადებით, კოშკის შენახვას ყოველწლიურად 700 000 ლარი სჭირდება, რაც ზედმეტი ხარჯია. ამასთან, ნაგებობა წელიწადში ერთხელ უნდა შეიღებოს, ორჯერ კი მთამსვლელების დახმარებით გაიწმინდოს.
თავის მხრივ, ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ კოშკი ქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.
,,ამ კოშკის მოვლა-შენახვა, კომუნალური ხარჯები, განათება და ა.შ. მერიის ბალანსიდან თუ ბულვარის ადმინისტრაციის ხარჯებიდან ჩამოიწერება, რაც მომგებიანი იქნება. ანბანის კოშკს ექსპერტიზა უტარდება და მომავალი წლისთვის დადგინდება რამდენად ხარისხიანადაა სამუშაოები შესრულებული, რის გამოც ბულვარის ადმინისტრაციამ კოშკი ბალანსზე ჯერ კიდევ ვერ აიყვანა."-განაცხადა ანანიძემ და დასძინა, რომ ანბანის კოშკი სამართავად კერძო მესაკუთრეს უნდა გადაეცეს.
ანბანის კოშკის საბოლოო ღირებულება ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი, რის შემდეგაც ბულვარის ადმინისტრაცია შენობის განკარგვას შეძლებს.
ცნობისთვის, ანბანის კოშკის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით, 65 მილიონი ლარი დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები






