კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 18:13, 21 Jan, 2014     2684

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა. კონცეფციის შექმნის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამინისტროს ამ დრომდე არ ჰქონია კულტურის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, რამაც უნდა უზრუნველყოს კულტურის განვითარების პროცესის მდგრადობა.

გასული წლის ივლისში მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კულტურის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების დროებითმა კომისიამ, რომლის წევრთა შემადგენლობა შერჩეული იქნა მათი საექსპერტო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შეიმუშავა ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც ადგენს კულტურის პოლიტიკის ღირებულებებსა და ძირითად მიმართულებებს. კონცეფცია საფუძვლად დაედება საქართველოში კულტურის პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასა და მისი შესრულების დაგეგმვას, ასევე სამინისტროს მიერ გამოყენებული იქნება შესაბამისი ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად.

საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებს, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს აკისრებს მთელ რიგ ვალდებულებებს კულტურის სფეროშიც, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოების მიმართულებით.

ღონისძიება წარმოადგენს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ 2014-2017 წლებისათვის სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42