Human Rights Watch - შსს კვლავ ახდენს სატელეფონო საუბრების მოსმენას
საზოგადოება - 18:10, 21 Jan, 2014     1340
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ ახდენს სატელეფონო საუბრების მოსმენას – ამის შესახებ Human Rights Watch-ის საქართველოს შესახებ გაკეთებულ მოხსენებაშია აღნიშნული.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს სათვალთვალო აპარატურას კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორთა შენობებში, რაც მას აძლევს ყველანაირი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კონტროლის გარეშე", - ნათქვამია Human Rights Watch-ის მოხსენებაში.

დოკუმენტში ერთი თავი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ 2013 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ გაანადგურა 181 საათზე მეტი ხანგრძლივობის ფარული ვიდეოჩანაწერები ადამიანების პირად, ძირითადად, სექსუალური ხასიათის, ცხოვრებაზე, რომლებიც წინა წლებში ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის შედეგად იყო მოპოვებული. ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები.

"მაისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაასაჯაროვა ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიგურირებდა ჟურნალისტი, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. მინისტრის მოადგილე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და იგი სასამართლო პროცესის მოლოდინში იყო პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებისა და გავრცელებისათვის. ხელისუფლებას სხვა უკანონო ფარული ჩანაწერები არ გაუნადგურებია. ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომლის ძალითაც უკანონო თვალთვალში ჩართული პირები, აგრეთვე ის პირები, რომელთაც ასეთი ჩანაწერები ჰქონდათ და ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ 20 ნოემბრამდე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებოდნენ.“- ნათქვამია მოხსნებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42