დიმიტრი შაშკინი: დემოკრატიის თამაშის წესებს თუ დაარღვევ, მიიღებ იმას, რაც მოხდა უკრაინაში...
პოზიცია - 17:50, 21 Jan, 2014     2354

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები და ამ ჭრილში იანუკოვიჩის მთავარი პოლიტიკური შეცდომები, რამ განაპირობა იანუკოვიჩის გარდაუვალი მარცხი და რისი გათვალისწინება მოუწევს საქართველოს, ამ და სხვა საკითხებზე ,,ნიუპოსტი“ ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ იანუკოვიჩი არის განწირული და რატომ? დავიწყოთ საუბარი იმით, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა უკრაინაში. ამის მთავარი გამომწვევი არის ის, რომ იანუკოვიჩმა შეცვალა დემოკრატიული საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების წესები, მან გადაწყვიტა, რომ შეუძლია შეცვალოს ის, რაც არის კანონზომიერება. ვიღაცას მოსწონს ეს თუ არა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები გადადიან დემოკრატიულ ცხოვრებაზე, უკრაინაში ჩამოყალიბდა დემოკრატიული საზოგადოება, ანუ არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, იგივე როცა იუშჩენკომ წააგო არჩევნები... ეს უკვე მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანა არის გადასული დემოკრატიულ რელსებზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ როცა ქვეყანაში ხელისუფლება დემოკრატიული გზით იცვლება, ეს აპრიორში ნიშნავს, რომ ქვეყანა ადგას დემოკრატიის გზას.

_აღმოჩნდა, რომ არჩევნების შემდეგ იანუკოვიჩმა ამ გზას გადაუხვია?

_არჩევნების შემდეგ იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ მას შეუძლია თავისი წესები შემოიღოს ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა გააკეთა მან? მთელი თავისი რესურსი, რაც მას ჰქონდა გამოიყენა იმისთვის, რომ გაენადაგურებინა იულია ტიმოშენკო, როგორც, მისი აზრით, მთავარი ოპონენტი, ანუ ის პოლიტიკურ ცხოვრებას მიუდგა, საბჭოური, კომუნისტური მეთოდებით, როგორც მუშაობდა 1917 წელს ბოლშევიკური პარტია და ლენინი. მან ნახა, რომ არჩევნებზე ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ტიმოშენკოს, ის მეორე ადგილზეა და ჩათვალა, რომ თუ გაანადგურებდა ტიმოშენკოს, მას პრობლემები აღარ ექნებოდა. ამიტომ, დაიჭირა, ჩასვა ციხეში, აწამა ტიმოშენკოს გარდა, უამრავი მისი მომხრე დაწყებული შსს მინისტრით ლუცენკოთი და ა.შ. ამ მიმრთულებით მან საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია - ოპოზოციურ პარტიას გაუნადგურა ინფრასტრუქტურა, ლიდერი ციხეშია და მისი ჭკუით დაიწყო სწორი მიმართულებით სვლა...

_თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ იანუკოვიჩი იმკის მისი აზრით სწორ პოლიტიკურ სვლებს?

_ამიტომ ვამბობ, რომ დემოკრატიულ ცხოვრებას გააჩნია თავისი წესები, რომელსაც ვერ ცვლი და ეს წესები არის აგებული ჭადრაკის პრინციპზე, როცა 30 სვლას თვლი. რუსებს აქვთ ანდაზა ,,Свято место пусто не бывает“, მაშნვე გამოჩდნენ ახალი ლიდერები, იგივე კლიჩკო, თუმცა გარდა ამისა, გამოჩნდა ძალიან საინტერესო ფენომენი, შეიქმნა 8 ულტრა-მემარჯვენე, ულტრა-ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება 50-მილიონიანი უკრაინისთვის არ არის ძალიან დიდი, აქ არის გაწევრიანებული 10 ათასი ადამიანი და ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ეს ის 10 ათასი ადამიაინია, რომლებიც პირველივე დაძხებაზე ბარიკადებზე გადიან და გამოირჩევიან დიდი აგრესიით, ასეთი არის 8 ორგანიზაცია. მოხდა ის, რაზეც ვსაუბრობთ. იანუკოვიჩისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად აფეთქდა თემა - ევროინტეგრაცია. ის თვლიდა, რომ თუ ამ ხალხმა ჩაყლაპა კორუფცია, ჩაყლაპა კრიმინალი, მექრთამეობა და სხვა... მაშინ არც ეს შეუქმნიდა პრობლემას...

_ის ალბათ, უკრაინის დიდი ნაწილის პრორუსულ ორიენტაციასაც თვლიდა...

_გათვალე ესეც, აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი, 45% არის რუსეთის მომხრე და ჩათვალა, რომ ეს ხალხი ჩაყლაპავს ამასაც, თან 45% არ არის ცოტა... თუმცა, როდესაც მან უარი თქვა ევროინტეგრაციაზე, ამით გამოიყვანა ქუჩაში ხალხი, რომელიც მანამდე შედარებით ჩუმად იყო, საუბარია, ახალგაზროდბაზე. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ მათ წაერთვათ მომავალი. ამ ხალხის ავანგარდში დადგა სწორედ ეს ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებები და იანუკოვიჩმა მიიღო ყველაზე ცუდი შედეგი - დღეს უკვე პოლიტიკურ დღის წერიგს კარნახობს მაიდანი და არა ოპოზიცია, ან იანუკოვიჩი.

ჩემი აზრით, რაც შეიძლება იანუკოვიჩმა ყველაზე წარმატებული გააკეთოს, არის ის, რომ კლიჩკომ შეძლოს მაიდანის გაკონტროლება იმისთვის, რომ მისცეს იანუკოვიჩს გარანტიები, თუ სიტუაცია კონტროლიდან გავიდა, იანუკოვიჩმა შეიძლება მართლაც ისე დაამთავროს, როგორც ეს კლიჩკომ უთხრა - გაიზიაროს ჩაუშესკოს ბედი. მაიდანმა იგრძნო სისხლი. როცა მასა, ასე ვთქვათ ,,სისხლის სუნს იყნოსავს“ და გემოს იგრძნობა, მერე უკვე რთულია ამ მასის გაჩერება.

მეორე პრიბლემას რაც შეეხება, პირველად ისტორიაში მოხდა ის, რომ ბერკუტი ცემეს, რომელის იანუკოვიჩის მთავარი დასაყრდენი იყო. ფსიქოლიგიური ფაქტორია, თუ ძალოვანი ცემეს, სასწრაფოდ გჭირდება ის, რომ ძალოვანმა ირწმუნოს თავისი ძალების. ეხლა უკვე ან ბერკუტი უნდა გავიდეს და დემონსტრანტები ცემოს, ან დაიწყება სრული დემორალიზება.

_რაც შეეხება რუსულ ფაქტორს და გავლენას, რომელიც ძალიან დიდია იანუკოვიჩზე, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით... რუსეთისთვის უკრაინის მოვლენები, კარგი მაგალითი უნდა იყოს...

_წარმოიდგინეთ, პარალელი რომ გავაკეთოთ, რუსეთი უფრო მეტს ხვდება ამ მიმართულებით - გამოუშვა ხადარკოვსკი, 20 წელზე მეტია საბჭოთა კავშირი დაინგრა და კომუნისტებს ეფერება, იმიტომ, რომ ისინი არსებობენ დიდი ინექციით სახელმწიფოში, ჟირინოვსკის, ნავალნის ამყოფებენ ხელის გულზე, რომ რამე არ მუოვიდეს. პუტინი, რომ პუტინია ისიც კი მიხვდა... ხალხი ყველა ქვეყანაში ბრაზდება ხელისუფლებაზე, ხალხის გაბრაზებას სჭირდება კვამლის მილი, რომელიც არის ოპოზიცია, და თუკი ეს მილი არ იქნება, წარმოიდგინეთ, რომ ღუმელი კვამლით გასკდება და ეს ხდება დღეს უკრაინაში.

_გასაგებია, რომ ვალდებულებები აქვს რუსეთისგან იანუკოვიჩს, მაგრამ ის უკვე კრიზისის პირას დგას და რა არის ის, რის გამოც შეიძლება რომ მან უკან არ დაიხიოს?

_ერთი არის რაზეც ვისაუბრეთ პოლიტიკური მომენტი, ამას ემატება მეიდანის მიმართ ევროპის მხარდაჭრა. გერმანია რომ ავიღოთ, მას ეკონომიკური თვალსაზრისით წყალივით სჭირდება დღეს უკრაინა და იქ შესვლა. გერმანიას ათვისებული აქვს ევროპის ბაზრები, მაგრამ მას სჭირდება ახალი ბაზარი და უკრაინა ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც, მერკელი ასეთი გაბრაზებული კარგა ხანია არ გვინახავს, საქართველოს რომ ბომბავდნენ რუსები მაშინ არ გაბრაზებულა ასე... მესამე პრობლემა იანუკოვიჩის არის ის, რომ უკრაინის ეკონომიკა მთლიანად არის ორიენტირებული რუსეთზე და რატომ? ის თავის დაბალხარიხიან პროდუქციას ასაღებს რუსეთზე, მთავარი ბაზარი არის მისთვის რუსეთი. როცა მიხეილ სააკაშილს რუსეთს ბაზრის ჩკეტვისთვის ლანძღავდნენ, ნახეთ რა მოხდა - რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ გამოიწვია ღვინის ხარისხის ამაღლება და დღეს ჩვენი პროდუქცია გადის ევროპასა და ამერიკაში. უკრაინისთვის ასეთი ხელოვნური მექანიზმი არ იყო, მათი ბიზნესი რატომ უნდა შეწუხდეს? გადის რუსეთის ამხელ ბაზარზე პროდუქცია და ისინი კმაყოფილნი არიან...

_ამიტომაც არის რომ იანუკოვიჩი თავის მართლების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს, რომ უკრაინა მიბმულია რუსეთის ბაზარზე...

_ამაში მართალია, როცა ამბობს რომ მიბმულია რუსულ ბაზარზე, მაგრამ არ არის მართალი იმაში, თუ რატომ არის მიბმული. ეს მისი ბრალია, რამდენი წელია, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიდის, რა გააკეთა ამ წლების მანძილზე, რომ მისი ეკონომიკა მიმართულიყო ევროპისკენ და არა რუსეთისკენ.

_თუკი იანუკოვიჩმა მარცხი განიცადა, იქნება თუ არა ეს ასევე დიდი მარცხი რუსეთისთვის და რა პარალელი შეიძლება გაკეთდეს საქართველოსთან? ჩვენც ხომ არ მოგვიწევს დაფიქრება...?

_21-ე საუკუნეში ეს იქნება სტრატეგიული პრობლემა რუსეთისთვის, ასეთი პრობლემა მას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და იქნება ყველაზე დიდი დარტყმა, ერთი ეს და მეორე - ეს იქნება პროცესების კატალიზატორი, რომელსაც ვერ გააჩერებ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რადგან ბევრ სხვა ქვეყანასაც შეეხება. ეს შეეხება რუსეთსაც და ამიტომაც ცდილობს პუტინი, რომ მცირედით მაინც შეცვალოს თამაშის წესები.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვისაც. როგორც აღვნიშნე, დემოკრატიას აქვს თავისი თამაშის წესები. როგორც კი დაარღვევ, მიიღებ იმას, რაც მოხდა უკრაინაში... მოკლე ვადაში შეიძლება ჩასვა ვანო მერაბიშვილი ციხეში, მოკლე ვადაში შეიძლება იგივე გაუკეთო კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ უარესი მოხდება. იანუკოვიჩის დამოკიდებულებაც ეს იყო, რომ ოპონენტებისგან ზოგს დავიჭერ, ზოგს დავაშინებ და ა.შ. მაგრამ მოხდა ის, რომ გამოვიდა საერთოდ სხვა მასა, ისეთი მონსტრი, რომელსაც ვერც დააშინებ, ვერც ციხეში ჩასვამ, ვერც ფულს გადაუხდი. ეს 8 ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაცია არც პარტიაა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააშინო. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა - როცა ომში ხარ, იცი, რომ არტილერია ებრძვის მოწინააღმდეგეს, მაგრამ იანუკოვიჩმა მიიღო ის, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანს, იქიდან ესვრიან და თავად არ იცის სად ესროლოს. ასე, რომ დღეს თუ არ ჩანს მსგავსი აფეთქება, 2-3 წელიწადში შეიძლება ეს მოხდეს.

_სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ხომ არ უნდა ველოდოთ გართულებებს?

_კი, თან მითუმეტეს თუ უკრაინის პროცესები გამწვავდა. ჩვენთვის სერიოზული შეღავათი იქნება, რომ უკრაინამ გაუძლოს და კლიჩკო მოვიდეს ხელისუფელბაში, მაშინ რუსეთს ჩვენთვის არ ეცლება, მაგრამ თუ ბედის ირონია მოხდა და დამარცხადა უკრაინელი ხალხი ამ ბრძოლაში, მაშინ ჩათვალეთ რომ რუსეთი სერიოზულად მოიცლის საქართველოსთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42