ასოციაციის ინფორმაციით, იძულებითი განსახლება, როგორც წესი, უკავშირდება სახლის, თავშესაფრის, შემოსავლის, მიწის, საარსებო გარემოს, ქონების, რესურსებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის დაკარგვას. იძულებითი განსახლება შეიძლება მოჰყვეს როგორც ბუნებრივ კატასტროფებსა და კონფლიქტებს, ისე განვითარების პროექტებს.
უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტიგანხორციელდა, ,,რომელთაც დადებით შედეგებთან ერთად, ხშირად, თან ახლდა პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების იძულებითი განსახლება.
"მწვანე ალტერნატივას" ახალ კვლევაში აღწერილია განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების მიმართ საერთაშორისო მიდგომები, გაანალიზებულია ამავე სფეროში საქართველოში მოქმედი პოლიტიკა, კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა, ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები უახლოეს მომავალში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ."- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მასალის გამოყენების პირობები






