"დღევანდელი ჩემი დაბარება უნდა შეფასდეს ჩემს მეუღლეზე ზეწოლად", - განაცხადა თაკო სალაყაიამ.
ყოფილი პრემიერის მეუღლე მოწმის სახით იკითხება. პროკურატურის განცხადების მიხედვით, განახლებული გამოძიების ფარგლებში სალაყაიას პირველად კითხავენ. თამარ სალაყაია მთავარ პროკურატურაში საქალაქო სასამართლოდან მივიდა, სადაც დღეს 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი განახლდა. თუმცა ბრალდებულმა სხდომა ისევ დატოვა.
დარბაზიდან გასვლამდე ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლება მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ექსმაღალჩინოსნის მტკიცებით, მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. დღევანდელ პროცესზე 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები იკითხებიან. ბრალდების მხარის მოწმეები 3 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






