ნიკა ტოგონიძის დაკითხვა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილნი.
მერის მოადგილე, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ნიკა ტოგონიძეს დღეს 11:00 საათზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომლის თანახმადაც თბილისის ანძის გარეგანათება არავითარ კავშირში არ არის ნავიგაციასთან და უსაფრთხოებასთან.
„ნიკა ტოგონიძეს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ ანძის ციმციმები არავითარ კავშირში არ არის ნავიგაციასთან, შესაბამისად ის უპასუხისმგებლო და უსირცხვილო ტყუილი, რაც საჰაერო ნავიგაციამ გაავრცელა, თითქოს ციმციმების ჩაქრობამ საფრთხე შეუქმნა საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას, უნდა გამოევლინა. პროკურატურამ დაიწყო კვალის დაფარვის მიზნით მოწმეებზე ზემოქმედება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საკრებულოს დეპუტატის, თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, შუქურა, რომელიც ანძაზეა დამაგრებული და საჰაერო ნავიგაციისთვის გამოიყენება, გარკვეული დროა რაც არ მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






