პროკურატურამ თბილისის ტელეანძაზე განათების გათიშვის გამო გამოძიება დაიწყო
სამართალი - 11:06, 21 Jan, 2014     1197

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის ტელეანძაზე გარეგანათებისა და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურის გათიშვა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების განმარტებით, საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას ფრენის დროს. უკვე ამ მიმართულებით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

"მედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა, ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა. ვინაიდან, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე იმყოფება შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორი ნიკა ტოგონიძე.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ ანძის გათიშვა არ უკავშირდება საჰაერო ნავიგაციას და მას არ შეეძლო რაიმე სახის საფრთხე გამოეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42