საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად, მოწონებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ჯეოსელისათვის“ სატელეფონო სასაუბრო ბარათების (ასტრა, ლაი-ლაი) დაბრუნებისა და სანაცვლოდ ამ სასაუბრო ბარათების ღირებულების შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
სამინისტროსა და კომპანია „ჯეოსელს“ შორის დადებული შეთანხმების თანახმად, სამინისტრო გადასცემს შპს „ჯეოსელს“ სამინისტროს ბალანსზე რიცხულ სატელეფონო სასაუბრო ბარათებს, კერძოდ:
6494 ცალი ლაი-ლაი ბარათი (ნომინალი 10 ლარი) ღირებულებით 61693 ლარი, 14139 ცალი ასტრა ბარათი (ნომინალი 25 ლარი) ღირებულებით 335801,25 ლარი, 2662 ცალი ლაი-ლაი ბარათი (ნომინალი 5 ლარი) ღირებულებით 12644,50 ლარი, 6306 ცალი ასტრა ბარათი (ნომინალი 15 ლარი) ღირებულებით 89860,5 ლარი, საერთო ღირებულებით 499999,25, ხოლო შპს ,,ჯეოსელი“ აღნიშნული ბარათების ღირებულების თანხას (499 999,25 ლარი) მიმართავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მასალის გამოყენების პირობები






