როგორც "ნიუპოსტს" სოფლის რწმუნებულმა ზაზა მარჯანიძემ აცნობა, ადგილობრივებში ნელი და ნინო მამასახლისების ქმედებები გაღიზიანებას იწვევს რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მოითხოვს არ დაინიშნონ დები მამასახლისები არანაირ თანამდებობებზე.
"მოსახლეობა გაღიზიანებულია, ამბობენ უნდა შევიკრიბოთ და გავასახლოთ დები მამასახლისებიო. ახლა დაიარეს ჩვენს თემში შემავალ სოფლებში და ხელმოწერები შეაგროვეს, მოსახლეობის 80-მა პროცენტმა მოაწერა ხელი იმას რომ ისინი რაიმე პოსტებზე არ დაინიშნონ.
დაჟინებით ამბობენ დები მამასახლისები ჩვენ სულ მალე თანამდებობებზე ვიქნებითო და მერე ნახავთო" განაცხადა ზაზა მარჯანიძემ. "ქართული ოცნების" წევრების ნინო და ნელი მამასახლისების წინააღმდეგ წინა რეხის მოსახლეობამ აქციები ცოტახნისწინაც გამართა ადგილობრივების ინფორმაციით დები მამასახლისები უსაფუძვლოდ სოფლის რწმუნებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






