საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი საჯრო სექტორში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებულია
საზოგადოება - 15:38, 24 Nov, 2012     495
,,მხედველობაში გვაქვს ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაკეთებული განცხადება სატელევიზიო ეთერში, გამგეობის თანამშრომელთა იძულება "პირადი განცხადების" საფუძველზე, სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის შესახებ და რაც წინააღმდეგობაში მოდის, წინასაარჩევნოდ კოალიცია ",ქართული ოცნების" და ახლა უკვე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთებული დაპირებისა, საშუალო და დაბალი კატეგორიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გარანტიების შესახებ. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ განხორციელებული ამგვარი მანკიერი პრაქტიკა არის წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სიმახინჯე, რასაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოუცხადა უნდობლობა. მივიჩნევთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ ასეთი ქმედება დამსაქმებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებად ითვლება და კანონით ისჯება. ასევე, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება რეგულირდება კანონით საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ პროცედურებს, ხოლო სამსახურში მიღება მოხელეთა ატესტაცით ან კონკურსის გამოცხადებით ვაკანსიების შესავსებად და სხვა.
"დღეისათვის საქართველოს რეგიონებში, კვალიფიციური კადრების დეფიციტი სამწუხარო რეალობაა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საზოგადოებრივი მომსახურების განსახორციელებლად გამოცდილი და პროფესიონალი კადრების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო რვა წლის განმავლობაში უამრავი სწავლება და ტრენინგი იქნა ჩატარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათ შორის ჩვენს მიერ. საჯარო სექტორში დასაქმებულთა გადასამზადებლად დახარჯულია დრო, ენერგია და ფინანსები, გასათვალისწინებელია მოქმედი საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გამოცდილებაც. შესაბამისად, არსებულის ჩანაცვლება შემთხვევითი, გინდაც ,,ერთგულების"" ნიშნით შერჩეული კადრებით, საფრთხის წინაშე აყენებს სექტორს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს", _ მიიჩნევენ პროფკავშირში, სადაც აცხადებენ, რომ საქართველო საზოგადოებრივი მომსახურების ინტერნაციონალშია (PSI) გაწევრიანებული. გაერთიანება მზად არის, თითოეული მისი წევრის ინტერესები ყველა დონეზე დაიცვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42